FM97.5 / LIVE

‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - კატალოგში სამცხე-ჯავახეთის მეჩეთები შევიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.02.2020
სამცხე-ჯავახეთსა და აჭარის რეგიონში არსებული ისტორიული მეჩეთების ორნამენტების კატალოგი მომზადდა. მასში როგორც ესკიზები, ასევე ფოტო მასალაა წარმოდგენილი. კატალოგის პრეზენტაცია თებერვლის ბოლოს იგეგმება.

‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - კატალოგში სამცხე-ჯავახეთის მეჩეთები შევიდა

კატალოგი, სახელწოდებით „ორნამენტები ქართულ მეჩეთებში“, სამცხე-ჯავახეთში არსებულ თითქმის ყველა მეჩეთს მოიცავს, სადაც ოსტატების მიერ გამოყვანილი ორნამენტები ჯერ კიდევ შემორჩენილია. გამონაკლისს წარმოდგენს ახალციხის ციხისა და ახალქლაქის ციხის მეჩეთები, რომლებიც ოსმალების დროს აიგო და ორნამენტები დატანილი არ არის.

აჭარაში არსებული მეჩეთებიდან კი აქ ათამდე სალოცავის ორნამენტების ესკიზებია წარმოდგენილი.

წიგნად შეკრულ მასალაში, როგორც სალოცავის კედლებიდან გადმოტანილი ესკიზები, ასევე ორიგინალი ფოტოები გვხვდება. ყველა მათგანს აღწერა სამ ენაზე აქვს: ქართული, თურქული და ინგლისური.

ესკიზების ავტორი ისლამური მემკვიდრეობის მკვლევარი ნესტან ბლუაშვილია. მან ესკიზების შექმნა 2015 წლიდან დაიწყო. მუშაობის პროეცესში აღმოაჩინა, რომ მესხეთისა და აჭარის ჯამეებში ძალიან ბევრი ორნამენტი მეორდება, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ აქ ერთი და იგივე ოსტატები მუშაობდნენ.

„2015 წელს ძალიან ბევრი მეჩეთი მხოლოდ ფოტოებით მქონდა ნანახი. ადგილობრივები გვიგზავნიდნენ თავიანთი სოფლის მეჩეთის ფოტოებს. ძირითადად ტელეფონით გადაღებული იყო, შორი ხედით. როდესაც გადმოსახატად ფოტოს დეტალი ეკრანზე ახლოს მომქონდა, ორნამენტი ზუსტად რომ გამერჩია, დიდხანს მიწევდა დაკვირვება. თავიდან მინდოდა მხატვარი აგვეყვანა და მას გადმოეხაზა ეს ორნამენტები. მაგრამ საამისოდ ფინანსები არ გვქონდა. ერთ დღეს უბრალოდ ჩემთვის ვცადე გადმოხაზვა და კარგად გამომივიდა. მერე ყოველდღე ერთ ესკიზს ვქმნიდი. ეს უზომოდ დიდ სიხარულს მანიჭებდა. ორნამენტები ხელით არის სათითაოდ ხეზე გამოკვეთილი და თითოეულ ხაზს ეტყობა. ოსტატი ძალიან დიდი სისათუთით და სიყვარულით აკეთებდა თავის საქმეს და ეს ემოციები ჩემზეც გადმოდიოდა”, - ამბობს ბლუაშვილი.

ბლუაშვილის თქმით, კატალოგის შექმნის დროს, ყველაზე დიდი დაბრკოლება ფინანსები იყო. ცდილობდა ქართული მეჩეთების შესახებ შექმნილი კატალოგი ქართულ მხარესვე დაეფინანსებინა, თუმცა უშედეგოდ: „ეს კატალოგი თურქეთის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით გამოიცა და ძალიან მადლიერი ვარ მათი, თუმცა ვისურვებდი, მომავალში ქართველები მიბაძავენ და მომდევნო პროექტს, ქართულ ისლამურ კულტურაზე, ქართული მხარე დააფინანსებს“.

რაც შეეხება საქართველოში არსებული ისლამური მემკვიდრეობის მდგომარეობას, მკვლევარი ამბობს, რომ სალოცავები და მასთან ერთად ორნამენტებიც დღითი-დღე ნადგურდება, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან მათი შენარჩუნებისთვის ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა: „ეს ულამაზესი მეჩეთები ნადგურდება. ამ ზამთარს ალბათ კიდევ რამდენიმე მეჩეთი ჩამოინგრა. ძალიან მტკივნეულად განვიცდი მათ ბედს და რადგან ვერაფერს ვშველი, საშინელი უმწეობის გრძნობა და სიბრაზე მიპყრობს. ეკონომიკურ სიდუხჭირეს შესაბამისმა უწყებებმა მიხედონ, კულტურას-შესაბამისმა უწყებამ. მაგრამ ფაქტია, არცერთი უწყება აკეთებს თავის საქმეს. რამდენიმე წლის დაანონსეს სამცხე-ჯავახეთში ორი მეჩეთის რესტავრაცია, მაგრამ დღემდე არაფერი გაუკეთებიათ“.

„ორნამენტები ქართულ მეჩეთებში” - კატალოგი საქართველოში არსებულ ყველა ისლამურ მეჩეთს ვერ მოიცვს. თუმცა მისი ავტორები სამომავლოდ მსგავს პროექტსაც გეგმავენ.

ასევე ნახეთ:

'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები

სათავსოებად ქცეული სალოცავები

‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - კატალოგში სამცხე-ჯავახეთის მეჩეთები შევიდა

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება
'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
‘მეჩეთების  ბედს სუს-ი წყვეტს, ძეგლთადაცვა ფორმალურად მუშაობს’ - მკვლევარი
ადიგენიდან სამი მეჩეთი სარგებლობის უფლებით მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სათავსოებად ქცეული მეჩეთების შესწავლა დაიწყო
სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video]
თურქული მხრიდან ისტორიული მეჩეთების რეაბილიტაციის ინტერესი არ არის – სააგენტო