FM97.5 / LIVE

‘შვილების გამო იტანს’ – ახალციხეში ქმარმა ცოლზე იძალადა

მთავარისიახლე, შემთხვევა 10.02.2020
დღეს, 10 თებერვალს, ახალციხეში, 32 წლის ქალი სისხლჩაქცევებით კლინიკა ,,იმედში” შეიყვანეს. დაზარალებულის თქმით, ეს ქმრის მხრიდან მასზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.

‘შვილების გამო  იტანს’  –  ახალციხეში ქმარმა ცოლზე იძალადა

32 წლის ლ.ზ, სახლში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მასზე ქმარმა ფიზიკურად იძალადა. ლ.ზ –ს ყელსა და კისერზე სისხლჩაქცევები აქვს.

„არ ვიცი რა მოხდა, გავითიშე, არაფერი არ მახსოვს. მე და ბავშვები ვიყავით სახლში. მეზობელს დაუძახებია და ბავშვებს უთქვამთ მე რა მდგომარეობაშიც ვიყავი“, - გვიყვება 32 წლის ქალი.

როგორც ლ.ზ –ს დედა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, შვილი ლოგინზე უგონო მდგომარეობაში მეზობელმა ნახა – “მეზობელს გასაღები უნდა დაეტოვებინა სამუშაოდ მიდიოდა და რომ შევიდა ცოცხალ–მკვდარი იწვა ლოგინზეო. ამ ამბავს ორი მცირეწლოვანიც შეესწრო“.

მისივე თქმით, ეს მის შვილზე ძალადობის პირველი შემთხვევა არაა.

„ამ ბოლოს ჭკვიანად იყო ეგ ბიჭი. ეს არაა პირველი შემთხვევა. ყველას ოჯახშია ჩხუბი და რაღაც, მაგრამ ესეთ დონემდე არ ვიცი რაა. მე რაც ვიცი უკვე მეორედ, თუ მესამედ გააკეთა მსგავსი რამ. მანამდეც მინახავს ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში, მაშინ თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, ამ ყველაფერს შვილების გამო იტანს“, – გვეუბნება დედა.

კლინიკა „იმედში“ გვითხრეს, რომ ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – "ყელსა და კისერზე აქვს სისხლჩაქცევები, ახლა კარგადააა".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 126 მუხლის პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ახალციხეში გაზით  დედა–შვილი მოიწამლა
ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, შვილების დასაბრუნებლად სასამართლო დავაზე უარს ამბობს
15 წლის გოგო თანაკლასელ ბიჭს გაუპატიურებასა და მუქარაში ადანაშაულებს
ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, ამბობს, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო
ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა
აწყურში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა
Jnews: ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული სამი პირია