FM97.5 / LIVE

16 თებერვლამდე სამცხე–ჯავახეთში ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.02.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურა ღამით, ზოგიერთ რაიონში, – 25, – 27 გრადუსამდე დაეცემა.

16 თებერვლამდე სამცხე–ჯავახეთში ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი

11 თებერვალს სამცხე–ჯავახეთში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი, ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.

ასპინძაში, ახალციხესა და ბორჯომში ჰაერის ტემპერატურა დღისით –3,–5 გრადუსი, ხოლო ღამით –15, –17 გრადუსი იქნება.

ბაკურიანში დღისით ტემპერატურა –8,–10, ღამით კი –23,–25 გრადუსია. ყინვა შენარჩუნდება ახალქალაქსა და ნინოწმინდაშიც, დღისით –6, –8 გრადუსი, ხოლო ღამით –25, –27 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა.

11 თებერვალს ყინვა მთელ რაიონში შენარჩუნდება, შესაძლოა გარკვეულ ქალაქებში ტემპერატურამ 2 გრადუსით დაიკლოს.

ასპინძასა და ახალციხეში დღისით –2,–4 გრადუსი, ხოლო ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში –7,–9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი –23,– 25 გრადუსი.

12 და 13 თებერვალს მთელ რეგიონში თოვლი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ბორჯომსა და ახალციხეში დღისით 0–დან +2 გრადუსამდე დათბება, ღამით კი –12, –13 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა. ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში –3,–5 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა, ღამით მოსალოდენლია –15, –16 გრადუსი.

14 თებერვალს გამოიდარებს. ტემპერატურა შემცირდება ბორჯომსა და ახალციხეში დღისით +2,+4 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით –8,–10 გრადუსამდე ყინვა შენარჩუნდება.

სამცხე–ჯავახეთში 15 თებერვალს ღამით ტემპერატურა კვლავ დაეცემა და ყინვა გაძლიერდება. ახალქალაქსა და ბაკურიანში ღამით –18, –20 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ნინოწმინდაში ღამის ტემპერატურა –20 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო ბორჯომსა და ახალციხეში ღამით სინოპტიკოსების ინფორმაციით –13,–15 გრადუსი ყინვა იქნება.

16 თებერვლიდან მთელ რეგიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა
სამცხე–ჯავახეთში ერთი კვრის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –17 გრადუსამდე დაეცემა
ამაღამ ახალციხეში ძლიერი ყინვა იქნება
სამცხე–ჯავახეთში 27 დეკემბრიდან თოვლია მოსალოდნელი
სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამცხე–ჯავახეთში 2 მაისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი