FM97.5 / LIVE

15-16 თებერვალს ბაკურიანობა გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.02.2020
„ბაკურიანობა 2020“–ის ფარგლებში, კურორტზე სხვადასხვა სპორტული, სანახაობრივი და გასართობი აქტივობები გაიმართება.

15-16 თებერვალს ბაკურიანობა გაიმართება

15 თებერვალს ღონისძიებაზე სპორტული შეჯიბრებები მოეწყობა. მსურველები ერთმანეთს ოთხ სახეობაში შეეჯიბრებიან:

• სლალომი
• ტრამპლინიდან ხტომა
• თხილამურებით სირბილი
• ჰოკეი

16 თებრვალს დაგეგმილია სანახაობრივი შოუები და საბავშვო აქტივობები:

• 11:00 საათიდან – წრიულის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება Off-road, მაღალი გამავლობის ავტომობილების შეჯიბრი ხუთ კატეგორიაში. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპონსორების მიერ დაწესებული პრიზებით.

• Free style jumping show – შეჯიბრი თხილამურებითა და თოვლის დაფით. დიდველის სპორტულ ტრასაზე. გამარჯვებულები მიიღებენ პრიზებს - ერთ ცალ სნოუბორდსა და ერთ წყვილ თხილამურს.

• 12:00 საათიდან სამი საათის განმავლობაში, ბაკურიანის პარკში, ,,ჯოილენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სახალისო საბავშვო თამაშები გაიმართება: საბურავების კამერებით დაშვება და ბოულინგის კონსტრუქციის გარღვევა საბურავების კამერებით. თამაშების გასახალისებლად, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ზღაპრის გმირების სამოსში გადაცმული მსახიობები.

ღონისძებაზე აირჩევენ საპატიო ბაკურიანელსაც. თვითმმართველობის ინფორმაციით, ორი პიროვნება ბაკურიანის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად შეირჩა. მათ მერისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, ,,საპატიო ბაკურიანელის“ წოდება მიენიჭებათ. დაჯილდოვება 16 თებერვალს გაიმართება, გალა კონცერტის დაწყებამდე. საპატიო ბაკურიანელები სიგელებით, სამკერდე ორდენითა და სამახსოვრო/სახელობითი საჩუქრით დაჯილდოვდებიან.

„ბაკურიანობა 2020“–ს გალა კონცერტი დაასრულებს. იგი 16 თებერვალს 19:00 სთ-ზე ბაკურიანის პარკში მოეწყობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის მომღერლები: თორნიკე ყიფიანი, მარიკო ლეჟავა, ზურა მოსიავა და ჯგუფი „No Comment“. კონცერტს დაასრულებს გრანდიოზული ფოიერვერკი.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.03.2020 რომის პაპმა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა

28.03.2020 1.1 მილიონი დოლარი საქართველოს ამერიკისგან

28.03.2020 რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

28.03.2020 მძღოლებისათვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადამ გადაიწია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

24 და 25 თებერვალს 'ბაკურიანობა 2018' იმართება
‘ბაკურიანობა 2020’   დღე მეორე
თებერვალში ‘ბაკურიანობა - 2020’ გაიმართება
ვინ გახდნენ ბაკურიანის საპატიო მოქალაქეები
‘ბაკურიანობა 2020 ’
27-28 იანვარს „ბაკურიანობა 2017“ გაიმართება
19-20 მარტს "ბაკურიანობა" 2016 ჩატარდება