FM97.5 / LIVE

ბორჯომელი ახალგაზრდა ‘გურული დღიურების’ ფონდის სტიპენდიატია

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.02.2020
ბორჯომში, სოფელ კორტანეთში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელიც საავატომობილო გზაზე ყოჩივარდებს ყიდის, ფონდ „გურული დღიურების“ სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში მიიღებს.

ბორჯომელი ახალგაზრდა ‘გურული დღიურების’ ფონდის სტიპენდიატიაფოტო – გიორგი კეკელიძე

ბორჯომელი ბექა გრიგალაშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ფონდის დამაარსებელმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გაავრცელა.

„დღეს ახალქალაქში ვიმყოფები და გზაზე მომავალს შემხვდა ეს ბიჭი.ძალიან გონიერი, ჭკვიანი და რაც მთავარია შრომისმოყვარე აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ რომ სტიპენდია დავუნიშნოთ“, – აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ გიორგი კეკელიძე.

მისივე თქმით, იგი მშობელს უკვე დაუკავშირდა და გარკვეული დეტალების გავლის შემდეგ, 22 წლის ახალგაზრდა ფონდის სტიპენდიატი ოფიციალურად გახდება, – „ასევე ჩვენ ვეცდებით რომ დავეხმაროთ ხშირად, სხვადასხვა თვალსაზრისით“.

ბექა გრიგალაშვილი სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში მიიღებს.

ბექა უკვე წლებია ბორჯომი–თბილისის საავტომობილო გზაზე ყოჩივარდებს ყიდის: "თუ სტიპენდია იქნება, რა თქმა უნდა გამიადვილდება საქმე. უკვე წლებია ყოჩივარდებს ვყიდი, ზოგჯერ კერძოდ ვმუშაობ ხოლმე. მშობლებთან და ძმასთან ერთად ვცხოვვრობ კორტანეთში".

ფონდ „გურული დღიურების“ მიზანია, საქართველოს რეგიონებში განათლების დონის ამაღლებას შეუწყოს ხელი. ფონდის სამიზნეს რეგიონებში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები წარმოადგენენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა
ახალციხელ მოსწავლეს, შესაძლოა, ‘გურული დღიურების’ სტიპენდია შეუწყდეს
მერიამ წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება
გიორგი კეკელიძე –  'დიდი ამბები გრძელდება, ახალციხიდან ახალქალაქს ვეწვიეთ'
‘რეგიონული ფონდის’ დაფინანსებით ბორჯომში 7 პროექტი განხორციელდა
'ბურჭულაძის ფონდის' მილოცვა ქალებს [Photo]