FM97.5 / LIVE

წინასწარი პატიმრობა და გირაო – აწყურში მომხდარი ძარცვის საქმეზე სასამართლომ იმსჯელა

მთავარისიახლე, სამართალი 08.02.2020
სოფელ აწყურში მაღაზიის ძარცვაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნიდან, აღკვეთის ღონისძიებად ერთს გირაო – 3 000 ლარის ოდენობით, მეორეს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

წინასწარი პატიმრობა და გირაო – აწყურში მომხდარი ძარცვის საქმეზე სასამართლომ იმსჯელა

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, რვა თებერვალს იმსჯელეს. სხდომა დახურული იყო. მოსამართლე ლუიზა თოდუას გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს, 2003 წელს დაბადებულ ლ.ჯ–ს წინასწარი პატიმრობა, 2004 წელს დაბადებულ ლ.წ–ს კი გირაო 3 000 ლარის ოდენობით შეეფარდა და იგი სასამართლოდან გაათავისუფლეს.

„15 წლისაა, თბილისელები ვართ. არ ვიცოდი აქეთ თუ იყო წამოსული. რას ვიფიქრებდი. აიყოლიეს ჩემი შვილი“, – ამბობს ლ.წ–ს მშობელი.

ახალციხეში, სოფელ აწყურში მდებარე მაღაზიაში მძარცველები, ექვს თებერვალს შევიდნენ. შემთხვევა დაახლოებით 05:30 საათზე მოხდა.
ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული ლ.წ. და 2003 წელს დაბადებული ლ.ჯ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი პროდუქცია და თანხა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვას გულისხმობს.


[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში 19 წლის გოგოს მოტაცებისთვის 3 პირი დააკავეს
მაღაზია 'ზუმერიდან' ფული და ტელეფონები მოიპარეს
ქორწილში მამაკაცების დაჭრაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
შსს–მ წაღვერთან მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით 3 პირი დააკავა [ვიდეო]
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
ნინოწმინდაში სპილენძის სადენების ქურდობისათვის  სამი პირი დააკავეს
ნინოწმინდაში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს