FM97.5 / LIVE

როგორ უნდა დასაქმდნენ 'მასწავლებლის ეროვნული სკოლის მონაწილეები'

მთავარისიახლე, განათლება 06.02.2020
„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ 1 500 მონაწილე კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს მიიღებს. რის შემდეგაც, დასაქმებისთვის მათ საჯარო სკოლების მიერ გამოცხადებული ვაკანსია უნდა მოიძიონ და კონკურსი გაიარონ.

როგორ უნდა დასაქმდნენ  'მასწავლებლის ეროვნული სკოლის მონაწილეები'

ეროვნული სკოლის მონაწილეებს, რომლებმაც კურსი წარმატებით დაასრულეს, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ დამადასტურებელ სერთიფიკატს გადასცემს. პროცესი თბილისიდან დაიწყება და საქართველოს რეგიონებში გაგრძელდება.

კურსის მონაწილეებს საშუალება აქვთ სკოლების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადი შეავსონ და კონკურსი გაიარონ: „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ საიტია pedagogi.ge, სადაც ყოველდღიურად ხდება ვაკანსიების განახლება, მათ უნდა მოიძიონ სასურველი ვაკანსია, გაივლიან კონკურსს სკოლის დირექციასთან და ადმინისტრაციასთან და დასაქმდებიან სკოლაში, რომლის მაგალითიც უკვე არსებობს”, - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ მასწავლებლის ეროვნული სკოლის ხელმძღვანელი, ნინო გორდეზიანი.

მისივე თქმით, სკოლის ძირითადი მიზანი ის იყო, რომ მომზადებულიყვნენ ახალი ტიპის მასწავლებლები, რომლებიც ერთ, ორ ან სამ საგანს ასწავლიან: „ჩვენ გვქონდა კურსი ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების, ანუ ამ ადამიანს ჩვენ მივეცით ცოდნა სამი საგნის მიმართულებით, მას შეუძლია ერთ სკოლაში დასაქმდეს და ასწავლოს სამივე საგანი. კონკურსი არის კონკურსი და სკოლის დირექცია იღებს გადაწყვეტილებას ვინ დაასაქმოს სკოლაში. ჩვენ მოვამზადეთ კადრები, მაგრამ კონკურსის წესით უნდა გავიდნენ ისინი“.

რაც შეეხება იმას, მიიღებენ თუ არა სკოლის მონაწილეები დამატებით ანაზღაურებას დასაქმების შემთხვევაში, გორდეზიანი ამბობს, რომ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის: „ანაზღაურებაზე პასუხს ჯერ ვერ გეტყვით, მე ვარ პროგრამის ხელმძღვანელი და შემსრულებელი“.

„მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ“ ფუნქციონირება განათლების სამინისტროს ეგიდით, 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. მას „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს.

პირველ ეტაპზე სკოლის გავლის მსურველებმა შერჩევის პროცედურა გაიარეს, რომელიც მოიცავდა გასაუბრებასა და ტესტირებას.

პირველი ნოემბრიდან, სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებებით მოხდა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გადამზადება.
სასწავლო კურსები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა, ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას. სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებას განსხვავებული საათობრივი დატვირთვა ჰქონდა.

თეორიული კურსის გავლის შემდეგ, პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა, თეორიული პრაქტიკა სკოლებში, მასწავლებლის მენტორობით გაიარეს.

კონკურსში რეგისტრაცია 4 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. 2019 წლის პირველი ნოემბრიდან 1 759 მსმენელმა გაიარა „მასწავლებლის ეროვნული კურსი“, თუმცა წარმატებით 1500-მა მსმენელმა დაამთავრა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'მასწავლებლის ეროვნული სკოლა' ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს
მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო
რას გულისხმობს ახალი ტიპის მასწავლებლების მომზადების პროგრამა
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო
წაღვერის სკოლის მასწავლებელს ეროვნული ბიბლიოთეკის პრიზი გადაეცა
პედაგოგებისათვის საგნობრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება