FM97.5 / LIVE

ახალციხელი მოსწავლე ბულინგის საქმეში დაზარალებულად ცნეს

მთავარისიახლე, სამართალი 05.02.2020
ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში 12 წლის ბიჭზე თანაკლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ბულინგის საქმეზე, პროკურატურამ მოსწავლე დაზარალებულად ცნო. შსს–მ კი მუხლი უფრო მძიმე მუხლით დააკვალიფიცირა.

ახალციხელი მოსწავლე ბულინგის საქმეში დაზარალებულად ცნეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, რეზო რევაზიშვილი 12 წლის ბიჭისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ძალადობის მუხლის გადაკვალიფიცირებას ბოლო 10 თვის განმავლობაში ითხოვდა.

მოსწავლის ოჯახი აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა პროკურატურას ხელთ აქვს ექსპერტიზის პასუხი, რომელიც ბავშვს ჩაუტარდა, თუმცა ოჯახის წევრებს და ადვოკატს არ აჩვენებდნენ, რადგან დაზარალებულის სტატუსი არ ჰქონდა.

საიას ადვოკატის თქმით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მათ უფლება ექნებათ, საქმის მასალებში ჩაიხედონ და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გამოგზავნილი პასუხიც ნახონ.

„ახლა გამომძიებელი მოახდენს იმ პირების იდენტიფიცირებას რომლებმაც ბიჭი დააზარალეს“,-ამბობს რევაზიშვილი.

შსს–მ მუხლი გადააკვალიფიცირა და ძალადობის ნაცვლად გამოძიება სსკ-ს 144 მუხლის, მეორე ნაწილის ზ-ქვეპუნქტით გაგრძელდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

ბიჭის ბებია ამბობს, რომ მისი შვილიშვილის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მოზარდმა სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. 12 წლის ბიჭზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

13.08.2020 სად და რომელ ფაკულტეტებზე შეძლებთ სწავლას უფასოდ

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2020 რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება

13.08.2020 ‘დავიღალეთ ასე ცხოვრებით’ - ნინოწმინდის 8 დასახლებაში გასხვისებულ საძოვრებს აპროტესტებენ

13.08.2020 რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები

13.08.2020 მგფ სამცხე–ჯავახეთში 3 საჯარო სკოლას გაარემონტებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ახალციხეში მოსწავლის ბულინგის საქმეზე საია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
‘ვითხოვთ გამოძიების დაჩქარებას’ - მოსწავლის ბულინგის საქმეზე ადვოკატმა პროკურატურას მიმართა
11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა
11 წლის ბიჭის საქმე – მასწავლებელი ბებიას ცილისწამებისთვის პოლიციაში უჩივის
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა