FM97.5 / LIVE

ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრს: თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით მე მადლობას გადაგიხდით'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.02.2020
დღეს, ხუთ თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გააკრიტიკა.

ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრს: თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით მე მადლობას გადაგიხდით'

„ვფიქრობდი მადლობა რისთვის გადამეხადა თქვენთვის, ჯერ ალბათ ვერაფრისთვის ვერ გადაგიხდით, მაგრამ თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით დაკავებული თანამდებობიდან, მე მადლობას გადაგიხდით, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა გედევან ფოფხაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოხსენებით წარსდგა.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ფოფხაძემ მინისტრის გამოსვლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის რეალობისგან შორს იყო.

„ვერ გავიზიარებ ჩემი იმ კოლეგების პათოსს და განწყობებს, რომლებიც პოზიტიურ ტალღაზე იყო გაჟღერებული, ნამდვილად არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ თქვენი მოხსენება ძალიან შორს იყო რეალობისგან და დიდი იმედი მაქვს, რომ კითხვების ნაწილში მაინც ცოტა დაუბრუნდებით რეალობას, რა ხდება ქვეყანაში, რა გაჭირვებაა მოსახლეობაში, ჯანდაცვის სფეროში, რა კატასტროფული მდგომარეობაა დასაქმების სფეროში და ერთხელ და სამუდამოდ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვიდეოკამერები კი არ უნდა ვუყიდოთ სოციალურ მუშაკებს, არამდე რეალურად უნდა ვიზრუნოთ, რომ ამდენი გაჭირვებული ადამიანი არ გვყავდეს და პოლიტიკა ამ თვალსაზრისით თქვენს მოხსენებაში შემოთავაზებული არ იყო.

რუსთაველზე ვცხოვრობ და ვიდრე პარლამენტამდე მოვედი 10 ადამიანი შემხვდა ხელგამოწვდილი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა და ყველასთვის ფული არ მეყო“, - აღნიშა ფოფხაძემ.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი' – გედევან ფოფხაძე კომიტეტს ტოვებს
‘ხელისუფლება საპატრიარქოსთან დამნაშავეა’ - გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე 'ოცნებას' ტოვებს
გედევან ფოფხაძე: იმედი მაქვს, ჩვენს ოპონენტებს კანონის თუ არა, ღვთის მაინც ეშინიათ
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველს შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს[R]