FM97.5 / LIVE

ბორჯომში შენობას, სადაც კედლის ჩამონგრევისას 2 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.02.2020
ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციისთვის 483 605 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს“ კომფორტი XXI“ შეასრულებს.

ბორჯომში შენობას, სადაც კედლის ჩამონგრევისას 2 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ფოტო: სქრინი ტელეკომპანია ბორჯომის ვიდეოდან

ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო. შპს „კომფორტი XXI“–მა 414 014 ლარით გაიმარჯვა.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანია შენობას სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს, შეიცვლება იატაკი, ჭერი და კარფ-ანჯრები, გაკეთდება კიბეები და ლითონის მოაჯირები. ასევე უნდა შეიცვალოს სახურავი, მოწესრიგდება გათბობის სისტემა, ელექტროგაყვანილობა და შიდა და გარე კანალიზაცია.

კომპანიასთან ხელშეკრულება გუშინ, ოთხ თებერვალს გაფორმდა. სამუშაოები 120 დღეში უნდა დასრულდეს.

ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში, კედლის ჩამონგრევისას, დარაჯი და ერთ–ერთი თანამშრომლის შვილი, 2019 წლის ორ ოქტომბერს დაშავდნენ. 70 წლამდე კაცს ფეხი მოტყდა, 22 წლის გოგოს კი ხერხემალი დაუზიანდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ს 124 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბორჯომში შენობას, სადაც კედლის ჩამონგრევისას 2 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ფოტო: სქრინი ტელეკომპანია ბორჯომის ვიდეოდან

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში კედლის ჩამონგრევისას დაშავებულ გოგოს ოპერაცია გაუკეთეს
ბორჯომში, კედლის  ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ კაცს მერიამ მკურნალობა დაუფინანსა
ბორჯომში, კედლის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა
მესხეთის თეატრის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ბორჯომის მერიამ ხელშეკრულების დარღვევისთვის კომპანია დააჯარიმა
ბორჯომში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა ®

ბორჯომში ავარიის შედეგად მგზავრი დაშავდა