FM97.5 / LIVE

მთავრობამ ‘შშმ პირთა უფლებების შესახებ’ კანონპროექტი დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.02.2020
საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს.

მთავრობამ ‘შშმ პირთა უფლებების შესახებ’ კანონპროექტი დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში

აღნიშნულ ინფრომაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ „გაერო-ს“ კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ვალდებულება გარემოს შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად ადაპტაციის შესახებ - შენობა-ნაგებობების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ეტაპობრივად - 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს. ახალი ნაგებობები კი, თავიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამის საჭიროებებზე მისადაგებული.

► კანონპროექტი ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურების შემოტანას - ეს სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება გაცემული და ხელს შეუწყობს შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში.

► ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც.

►„ქართული ჟესტური ენა“ უნდა იქნეს აღიარებული და შეიქმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია.

► საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს რეგულაციებს იმისათვის, რომ შშმ პირებისათვის სრულად იქნეს უზრუნველყოფილი სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა - იქმნება სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი. ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციები შშმ პირთა უფლებების დაცვას სასამართლოში ყოველგვარი ბარიერისა და დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე შეძლებენ.

► კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს

შშმ პირების უფლებების დასაცავად მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა გამომდინარეობს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს 2006 წლის კონვენციიდან, რომლის რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის ბოლოს მოახდინა.

შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას კანონის პროექტი აკისრებს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებს, განისაზღვრება სხვადასხვა უწყების ვალდებულებები, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ეფექტური აღსრულებისათვის ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე, საზოგადოებაში ამ პირთა ინტეგრაციისა და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შშმ პირთა უფლებების კონვენციის ანგარიშის განიხილვა
დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
ომბუდსმენი: საჯარო სექტორში დასაქმებული 53109 ადამიანიდან მხოლოდ 112–ია შშმ პირი
სახალხო დამცველი შშმ პირთა  დასაქმების მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს
NGO-ები: შშმ პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ყველაზე უჩინარ ჯგუფად
EMC პარლამენტს შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო