FM97.5 / LIVE

რა პრობლემებზე ესაუბრა სომეხი მოსახლეობა დიასპორის საკითხებში მთავარ კომისარს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.02.2020
სომხური ანბანის წიგნების ნაკლებობა, ორმაგი მოქალაქეობა პრობლემა და სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოსა და სომხეთში – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ, მთავარ კომისართან ზარეჰ სინანიანთან და სომხეთის ელჩთან, რუბენ სადოიანთან განიხილეს.

რა პრობლემებზე ესაუბრა სომეხი მოსახლეობა დიასპორის საკითხებში მთავარ კომისარს
ფოტო: ახალციხის მერია
სომხურ თემთან შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში 15: 00 საათზე გაიმართა.

„სკოლის მოსწავლეებს ხშირად აქვთ სომხური ანბანის წიგნების ნაკლებობა. 20 მოსწავლეს 2–3 წიგნი აქვს მხოლოდ. გარდა ამისა, სომხური ენის მასწავლებელს არ აქვს უფლება კვალიფიკაცია აიმაღლოს, ამიტომ ვერ იღებს სათანადო ხელფასს. გვინდა სკოლებში სომხური ისტორიაც ისწავლებოდეს“, – უთხრეს ადგილობრივებმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის აპარატის მთავარ კომისარს ზარეჰ სინანიანს.

მთავარი კომისარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე გუშინ სამ თებერვალს შეხევდრა ჰქონდა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან: „გვითხრა რომ ძალიან მალე მოგვარდება ეს საკითხები“.

რაც შეეხება სომხური ისტორიის წიგნებს, ზარეჰ სინანიან ამბობს, რომ ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში სახელმძღვანელოების საკმარისი რაოდენობაა.

ადგილობრივების განცხადებით პრობლემაა ის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ორჯერ უწევთ, საქართველოში და სომხეთში.

„საქართველოში დაბადებული ბიჭი რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა, სომხეთი ავალდებულებს ჯარში წავიდეს, მაშინ როდესაც ეს ბიჭი უკვე მოემსახურა თავის სამშობლოს რატომ? ასევე გვაინტერესებს რატომ არ უშვებენ მოსწავლეებს სკოლიდან გენოციდის დღის აღსანიშნავად“, – იკითხეს ადგილობრივებმა.

„ადამიანი როდესაც მოქალაქეობას იღებს, ამ მოქალაქეობას აქვს როგორც უფლებები ისე მოვალეობები და ეს არ ნიშნავს უბრალოდ პირადობის მიღებას. სომხეთში კანონი ასეთია: თქვენ შეგიძლიათ იყოთ რვა ქვეყნის მოქალაქე და ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ სომხეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური მაინც უნდა მოიხადოთ“, – განუმარტა მთავარმა კომისარმა.

მისი თქმით, საკითხებს, რაზეც დღევანდელ შეხევდრაზე ისაუბრეს, შესაბამის უწყებებთან დააყენებს: „დაისვა კითხვები როგორც ჩემი მისამართით ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის. ბევრი კითხვა იყო განათლებაზე, დაწყებული მასწავლებლის კვალიფიკაციიდან და დამთავრებული სომხური ისტორიის სწავლებით. აღნიშნული კითხვებიდან ზოგიერთი ვერ მოგვარდება, ნაწილზე კი ჩვენ ვიზრუნებთ".

ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრა ხშირად უნდა იმართებოდეს.

„კითხვები დავსვით განათლებაზე, ქართულ და სოხურ ურთიერთობებზე. იმედი გვაქვს რომ ქართულ–სომხური თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება“, – გვითხრა ედუარდ აივაზიანმა.

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის რომ გავიგოთ რა პრობლემები გაქვთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, თქვენ ცხოვრობთ მეზობელ ქვეყანაში გვინდა რომ კარგად იგრძნოდ თავი იქ სადაც ცხოვრობთ. ჩვენ სომხეთში არ გვაქვს გაზი, ნავთი, ბრილიანტები. ჩვენი ბრილიანტი, ნავთი და გაზი სომეხი კაცია“, – განაცხადა ზარეჰ სინანიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის აპარატის მთავარი კომისარი დიასპორის საკიხებში, ზარეჰ სინანიანი და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რუბენ სადოიანი ხვალ ხუთ თებერვალს შეხვედრებს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გამართავენ.

რა პრობლემებზე ესაუბრა სომეხი მოსახლეობა დიასპორის საკითხებში მთავარ კომისარს
ფოტო: ახალციხის მერია

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

13.03.2020 ამერიკელი დიპლომატები ქართველ ბავშვებს წიგნებს ონლაინ წაუკითხავენ

11.03.2020 სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

27.03.2020 ‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

27.03.2020 ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

27.03.2020 დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სომხეთის ელჩი და მთავარი კომისარი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს
სომხური სკოლები მშობლიური ენის წიგნებს თვის ბოლოს მიიღებენ
რატომ გვიანდება სომხური ენის წიგნების დარიგება?
სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში
ეთნიკურ სომხებს საქართველო–სომხეთის საზღვარზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ
ორმაგი მოქალაქეობა – ჩიხი თუ გამოსავალი
სამცხე–ჯავახეთს სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი ესტუმრება