FM97.5 / LIVE

აბასთუმანში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.02.2020
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების მშენებლობას იწყებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ოთხ მილიონ ლარამდე მოხმარდება.

აბასთუმანში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა იწყება
ფოტო: მუნიციპალური განვითარების ფონდი

ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია „ფერი“-ს დირექტორმა, იოსებ მჭედლიშვილმა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სრულიად ახალი საკანალიზაციო სისტემა, კოლექტორები და კანალიზაციის ჭები.

"კურორტზე წყალარინების ცენტრალიზებული ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დღეის მდგომარეობით, კი სისტემები სრულად ამორტიზებულია", – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ახალი ინფრასტრუქტურა აბასთუმნის გარდა ობსერვატორიის, აღობილისა და არაზინდოს დასახლებებს მოემსახურება.

კომპანიამ, რამდენიმე დღის წინ დაასრულა აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სათავე ნაგებობები, რეზერვუარები და მოეწყო ახალი მაგისტრალური მილსადენები. ასევე, აშენდა ახალი, თანამედროვე საფილტრი შენობა.

"ამ დროისთვის, აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობასა და გამრიცხველიანებას. ასევე, ახალი საქლორატოროს მოწყობას. სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულება სრულად აღმოფხვრის მოძველებული სისტემით გამოწვეულ დანაკარგებს და კურორტს სტაბილური წყლის მიწოდებით უზრუნველყოფს", – აცხადებენ კომპანიაში.

წყალმომარაგების ორივე პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსია გამოყოფილი.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება
აბასთუმანში კანალიზაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება
აბასთუმანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
აბასთუმანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება
წაღვერსა და ლიკანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო
ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბლიტაციისთვის 5 მლნ. დაიხარჯება
ვალეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება