FM97.5 / LIVE

'გაჟღერდა, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ' – სუს–ის ყოფილი მოადგილე

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.02.2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ ახმეტაში მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი, ახმედ ჩატაევის ტერორისტული დაჯგუფების საშუალებით ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.

'გაჟღერდა, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ' – სუს–ის ყოფილი მოადგილე
ფოტო: სქრინი ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეოდან

სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფება მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის ორგანიზებით შეიქმნა და მას ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა.

„ჩატაევი პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა ნაციონალურ მოძრაობასთან. ფინანსდებოდა ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მიერ. ეს დანაყოფი შექმნეს იმის გამო, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც იქნებოდა გადასაწყვეტი, ის გადაეჭრათ პირადი მიზნებისთვის. რომელიმე პოლიტიკური ოპონენტი იქნებოდა ეს თუ ა.შ... მიშას და ვანოს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ქართული ოცნება საარჩევნოდ სერიოზულ რესურსს კრებდა მოსახლეობის სახით და ერთ ვერსიად გაჟღერდა, რომ ახმეტაში მათ უნდოდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია. ამას ფარული ჯგუფის საშუალებით აკეთებდნენ. რომელსაც მერე ჩახოცავდნენ", — განაცხადა გოგაშვილმა იმედთან ინტერვიუში.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე.

მერაბიშვილი შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას 20 თებერვალს დატოვებს.

[sknews.ge]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს
ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ექვს თვეში დატოვებს
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება
ვანო მერაბიშვილი თავისუფალია [ვიდეო]
ჩემი გადადგომის საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერ და ჩემი გუნდის მიერაც – მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე
ვანო მერაბიშვილის დასახვედრად სამცხე-ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიდიან
'იგი დროსა და სივრცეშია დაკარგული' – კახი კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება