FM97.5 / LIVE

ხუთდღიანი მარხვა, მარილის კვერები და მოხალული ფქვილი - სურბ სარქისი დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.02.2020
სამცხე–ჯავახეთის სომხური თემი რვა თებერვალს ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ და სახალხო დღესასწაულს, სურბ სარქისობას აღნიშნავს, მანამდე კი მორწმუნეები ხუთდღიან მარხვას იცავენ.

ხუთდღიანი მარხვა, მარილის კვერები და მოხალული ფქვილი - სურბ სარქისი დაიწყო

მარხვა დღეს, სამ თებერვალს დაიწყო. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით მორწმუნეები ცხოველური საკვებისგან იკავებენ თავს, პარასკევს კი საერთოდ არაფერს ჭამენ და არც წყალს სვამენ. საღამოს დასაოჯახებელი გოგო-ბიჭების ერთადერთი საკვები მლაშე კვერებია. მორწმუნეებს სჯერათ, რომ ახალგაზრდებს იმ ღამით საბედო დაესიზმრებათ, მათ სიზმარში წყალს მომავალი მეუღლე მიაწვდის.

გაიანე პეტროსიანი იხსენებს, რომ წლების წინ, როცა მარხვა დაიცვა და მარილიანი კვერი ჭამა, სიზმარში მართლაც ნახა მომავალი მეუღლის ფოტო.

„დასაოჯახებელი რომ ვიყავი მარილიანი კვერის ჭამის შემდეგ სიზმარში ჩემი მეუღლის ბავშვობის სურათი დავინახე, შემდგომ როდესაც ცოლად გავყევი ბავშვობის სურათები დავათვალიერე და მეცნო ჩემი სიზმრის ბიჭი“, – გვიყვება სარუხანიანების რძალი გაიანე.

სარუხანიანების ოჯახს ახლა დასაოჯახებელი ახალგაზრდები არ ჰყავს, ამიტომ მარილიან კვერს არ აცხობენ, მაგრამ სჯერათ რომ წმინდა სარქისი სხვა სურვილების ასრულებაშიც დაეხმარებათ.

გადმოცემის თანახმად, სურბ სარქისი, იგივე წმიდა სარქისი, წარმოშობით ბერძენი ყოფილა. იმპერატორ კონსტანტინეს მისთვის მხედარმთავრობა მიუნიჭებია. ქრისტიანთა დევნის პერიოდში, სარქისი რომის იმპერიიდან სომხეთში წასულა და იქ ქრისტიანობა უქადაგია. სომხეთიდან გადასულა სპარსეთში, სადაც ხალხს მალულად უყვებოდა ქრისტიანობის შესახებ. სარქისი სპარსეთში შეიპყრეს, დილეგში ჩააგდეს და აწამეს.

თქმულების მიხედვით, ტანჯვის პერიოდში, სარქისს უფალი ეხმარებოდა. როცა შემპყრობლებმა დაინახეს, რომ იგი ღვთის წყალობით გაძლიერდა, მოედანზე გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. სურბ სარქისის მკვდარი სხეული კი განათდა და სურნელებას აფრქვევდა.

სომეხი სასულიერო პირები ამბობენ, რომ სურბ სარქისის დღესასწაულზე მარილიანი კვერების ჭამას რელიგიური საფუძველი არ აქვს, თუმცა ადამიანების მეხსიერებიდან წეს–ჩვეულებების ამოშლა ძალიან რთულია, ამიტომ ეკლესია ცდილობს სახალხო ტრადიციებს რელიგიური დატვირთვა მისცეს.

სწორედ ამიტომ, ახალციხეში მოქმედ ტაძრებში სასულიერო პირები მარილიან კვერებს თავად აკურთხებენ და ახალგაზრდებს ისე ურიგებენ.

„წმინდა სარქისის დღესასწაულზე ახალციხის სამოციქულო ეკლესიის მრევლი ცხენზე ამხედრებულ მხედართან ერთად, ფეხით სოფელ საძელში წავა. სურბ სარქის ეკლესიაში ჩატარდება წირვა, შემდეგ კი ახალგაზრდების და შეყვარულების კურთხევა. „მოწინავე მარხვა“ რომელიც წელს სამ თებერვალს დაიწყო, არის სომხური სამოციქულო ეკლესიის პირველი მარხვა, ამიტომ იგი სპეციფიკურია მხოლოდ სომხური ეკლესიისთვის“, – ამბობს მღვდელი მამა თორგომ ვარდანიანი.

სურბ სარქისი მოძრავი დღესასწაულია და აღდგომამდე 63 დღით ადრე, 18 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით - შაბათ დღეს აღინიშნება.

მარხვის დასრულების შემდეგ პარასკევს ოჯახის ერთ–ერთი წევრი მოხალულ ფქვილს აივანზე, ან სახურავზე თეფშით დადებს, სჯერათ, რომ ფქვილზე წმინდა სარქისის ცხენის კვალი დარჩება, ეს კი მათი ოჯახისთვის დიდი წარმატების მომტანი იქნება.

დღესასწაულისთვის ამზადებენ ორ კერძს „ფოხანდს“ და „ხაშილს“, ორივე პურის მარცვლისგან მზადდება. „ფოხანდს“ მოხალული ფქვილისგან ამზადებენ, „ხაშილს“, იგივე „კორკოტს“ კი დამტვრეული ხორბლისგან.

შაბათს, წმინდა წირვა ახალციხეში სოფელ საძელის წმიდა სარქისის ეკლესიაში ჩატარდება. ამ დღეს ტაძარში ახალციხიდან და მიმდებარე სოფლებიდან ასობით მორწმუნე იკრიბება.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საბედო სიზმრიდან – სურბ სარქისის სახალხო და რელიგიური დღესასწაული [Photo/Video]
სომეხი ერი სურბ სარქისის დღესასწაულს აღნიშნავს [Photo/Video]
სომხუმა თემმა საძელში სურბ სარქისის დღესასწაული იზეიმა [ვიდეო]
სურბ სარქისობის აღსანიშნავად ახალციხეში საზეიმო მსვლელობა მოეწყო [Video]
ომბუდსმენი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის დღესასწაულს ულოცავს
რელიგიის სააგენტოს მილოცვა სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიას
დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო