FM97.5 / LIVE

სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.02.2020
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კვების ობიექტების შემოწმებისას განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სახაჭაპურეებზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს
ფოტო:სურსათის ეროვნული სააგენტო

სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის ცხრა იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“.

„ამ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებლად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას, რადგან ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლების მიერ, გახშირდა გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სახაჭაპურეებზე. სააგენტომ თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შეამოწმა და ეტიკეტის წესების დარღვევისთვის 23 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა.

„სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს შემოწმებას, რათა ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ორგანიზებული მწარმოებლები და საოჯახო წარმოების სუბიექტები“- აცხადებენ სააგენტოში.

[sknews.ge]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 'ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა' - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 სახლების და სასტუმროს გარდა დამწვარია დაპირისპირებაში მონაწილე პირის ჯიხურიც [ფოტო]

09.08.2020 ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

09.08.2020 ‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ახალციხეში სურსათის სააგენტომ ექვსი სკოლა შეამოწმა
სურსათის სააგენტომ ახალციხის პირველი სკოლის სასადილო შეამოწმა
სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები შეამოწმა
სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სეს-ი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხილსა და ბოსტნეულს ამოწმებს