FM97.5 / LIVE

გადასატანი ყუთის მოთხოვნის დრო იწურება

მთავარიპოლიტიკა 24.10.2013
რამდენმა ამომრჩეველმა მოითხოვა გადასატანი ყუთი, ადიგენისა და ახალციხის საოლქო კომისიებში ჯერ ინფორმაცია არ აქვთ, მონაცემები დღეს, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

გადასატანი ყუთის მოთხოვნის დრო იწურება
იმ ამომრჩევლებმა, რომელთაც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეუძლიათ და ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მისცენ, საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამის უბანს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, განცხადებით უნდა მიმართონ.

მიმართვის ვადა დღეს, 24 ოქტომბერს, იწურება. დღის ბოლომდე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საარჩევნო უბანში თვალსაჩინო ადგილზე (33-ე მუხლის მე-3 პუნქტი).

რამდენმა ამომრჩეველმა მოითხოვა გადასატანი ყუთი, ჯერ ამის შესახებ საოლქო კომისიებში მონაცემები არ შესულა.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვაკონტროლებთ იმას, რომ გადასატან ყუთზე მოთხოვნა არ გასცდეს 3 პროცენტს. დღის ბოლოს ზუსტად მეცოდინება რამდენი განცხადებაა შემოსული“,- ამბობს #38 ადიგენის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილი.

იგივეს გვეუბნებიან #37 ახალციხის საოლქო კომისიაშიც.

„ამ ეტაპზე საოლქო კომისიის წევრები ამოწმებენ მოთხოვნამ ხომ არ გადააჭარბა სამ პროცენტს. გადაჭარბების შემთხვევაში უბნის კომისია ადგილზე გადაამოწმებს იმ ადამიანებს, ვინც გადასატან ყუთს ითხოვს. თუ საუბნო კომისია დარწმუნდება, რომ ნამდვილად ესაჭიროება სამ პროცენტზე მეტს აღნიშნული მომსახურება, ამის შესახებ წერილობით საოლქო კომისიის წევრებს მიმართავს, რის შემდეგადაც ოლქი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“,- გვიხსნის თეა გავაშელი.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადება გადასატან ყუთთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ  (R)
ახალციხეში, 26–ე ნაოხრების საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს
ხმაური გადასატანი ყუთების ირგვლივ
საია ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის
N1ადიგენის საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთს "ოცნების" და "ნაციონალების" წევრები გაყვებიან
N35 აწყურის უბანზე 2 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა