FM97.5 / LIVE

ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.01.2020
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო რუხაძემ პოზიცია დღეს, 31 იანვარს დატოვა. მისი თქმით, დროის არქონის გამო, ხშირად სხდომის დატოვება უწევდა.

ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ფოტო: ახალციხის მერია

„ერთადერთი მიზეზი რატომაც დავტოვე ისააა, რომ დრო არ მაქვს. ვმუშაობ ავსტრიულ კომპანიაში და ბევრი საქმე მაქვს“, - ამბობს რუხაძე.

რუხაძე ამბობს, რომ საბჭო აქტიურად ვერ მუშაობს, რადგან წევრები შეხვედრებს ხშირად არ ესწრებიან.

„საბჭოს შეხვედრებს, 26 წევრიდან დაახლოები 9-10 ადამიანი ყოველთვის აკლდა. ჯგუფს შეეძლო, რომ უფრო ინტენსიურად ემუშავა, უფრო ჩართულები ყოფილიყვნენ პროცესში“.

ნინო რუხაძე ახალციხის მერის მერჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით 2019 წლის 19 მარტს აირჩიეს.

დღევანდელ საბჭოს სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე უძღვებოდა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მათ შორის, შეაჯამეს 2019 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე, მოისმინეს საბჭოს წევრების რეკომენდაციები და წინადადებები.

ზაზა მელიქიძემ შეხვედრის მონაწილეებს, იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელებაც იგეგმება მუნიციპალიტეტში 2020 წელს, როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით. დეტალურად ისაუბრა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე“, სკოლებისა და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე.

მრჩეველთა საბჭო მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 29 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრა გაიმართა
ახალციხის მერის ‘მრჩეველთა საბჭოს’ თავმჯდომარედ ნინო რუხაძე აირჩიეს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში 38 პროექტი განხორციელდება
სამხარეო ადმინისტრაციაში დასუფთვებასა და  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
NDI-მ მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანობის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
მერიის  მრჩეველთა საბჭოს პირველ  სხდომაზე  ახალციხის პრობლემებზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკურ პოტენციალს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის