FM97.5 / LIVE

TI: ენზელ მკოიანის ოჯახის წევრებმა საწვავის ბიზნესით 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.01.2020
ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამ კომპანიასთან ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით. კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2010-2019 წლებში 2 312 278 ლარი მიიღეს.

TI: ენზელ მკოიანის ოჯახის წევრებმა საწვავის ბიზნესით 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს

თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობს - ოთხ წელში გაფორმებული 34 პირდაპირი შესყიდვით, ბიურომ შპს-ს 78 339 ლარი გადაურიცხა. აქედან 49 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დეპუტატმა კომპანიის დირექტორთან, საკუთარ ბიძასთან პირადად გააფორმა.

აღნიშნულ კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს.

ენზელ მკოიანი 20 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. იგი ოთხჯერ ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ბოლოს, მეხუთედ კი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში აირჩიეს „ქართული ოცნებიდან“.

მკოიანების კომპანიები

ენზელ მკოიანი პარლამენტში 1999 წლის 20 ნოემბერს შევიდა. ზუსტად ერთ თვეში, 21 დეკემბერს მისმა ძმამ, მარტუნ მკოიანმა და ბიძამ, ნორაირ მკოიანმა შპს „მეეკი” დააფუძნეს. 2018 წლის იანვრიდან ამ კომპანიის დირექტორის მოადგილედ ენზელ მკოიანის შვილი, დავით მკოიანი დაინიშნა, 2019 წლის ივნისიდან იგი შპს „მეეკის“ 25% წილის მფლობელიც გახდა. შპს-ს დირექტორი წლების განმავლობაში ნორაირ მკოიანი იყო, 2009-2016 წლებში, სხვადასხვა დროს, ჯამში ორი წლით, კომპანიას გაიოზ ლომსაძე ხელმძღვანელობდა. 2017 წლის ნოემბრიდან ლომსაძე ახალქალაქის საკრებულოში „ქართული ოცნების” სიით შევიდა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაც დაიკავა.

2008 წლის 6 მაისს, მკოიანებმა რუსეთის მოქალაქესთან და ბიზნესმენთან არამ სანოსიანთან ერთად ნავთობპროდუქტების დისტრიბუციის მიზნით, კიდევ ერთი შპს „ეს ჯი გაზ - კომპანი“ დააფუძნეს. მისი დირექტორი და 60% წილის მფლობელი არამ სანოსიანია, 20%-ს მისივე კომპანია „სატახა“ ფლობს, 20%-ს კი - „მეეკი”.

ორი წლის შემდეგ, საწვავის ბიზნესში, ენზელ მკოიანის უფროსი შვილი კარაპეტ მკოიანიც ჩაერთო. მან 2010 წლის 26 აპრილს, ახალქალაქში, შპს „ახალგაზი“ დააფუძნა. მაშინ იგი 50% წილს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ უყოფდა, ახლა კი ამავე პროცენტით წილში შპს „ნეოგაზი“ ჰყავს.

გამარტივებული შესყიდვები

“მეეკმა” და “ეს ჯი გაზ - კომპანიმ” 2010 წლიდან დღემდე ყველა სახელმწიფო შესყიდვა ბენზინზე, დიზელსა და თხევად აირზე მხოლოდ ახალქალაქისა და ნინოწმინდის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიიღეს: „მეეკთან” სულ 502 სახელმწიფო შესყიდვაა გაფორმებული, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებით 1 198 684 ლარზე. „ეს ჯი გაზ - კომპანის” კი 171 სახელმწიფო შესყიდვა აქვს მიღებული, ჯამში, 1 111 994 ლარზე.

მკოიანების კომპანიებს ახალქალაქთან შედარებით მეტი შესყიდვა ნინოწმინდის მერიასა და მის შპს/ააიპ-ებში აქვთ. მაგალითად, 2012 წლიდან დღემდე ახალქალაქის მერიამ საწვავის 28 შესყიდვიდან „მეეკთან“ მხოლოდ 2 გააფორმა, ჯამში 9 400 ლარზე. ახალქალაქის მერიის ძირითადი მიმწოდებლები „რომპეტროლ საქართველო“ და „ლუკოილ ჯორჯია“ არიან.

ნინოწმინდის მერიამ კი 61 შესყიდვიდან 58 შემთხვევაში ხელშეკრულებები მკოიანების კომპანიებთან დადო. აქედან 2 ტენდერით და 56 პირდაპირი შესყიდვით. ორივე ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი „მეეკი” იყო და ჯამში 181 000 ლარით მოიგო კიდეც. 56 გამარტივებული შესყიდვიდან კი „მეეკთან“ - 52 და „ეს ჯი გაზ - კომპანისთან“ - 4 გაფორმდა. დანარჩენ 3 შემთხვევაში მყიდველი შპს „ლუკოილ ჯორჯია“ იყო. შესაბამისად, ნინოწმინდის მერიის მიერ საწვავში გახაჯული 668 515 ლარიდან მკოიანების კომპანიებს ჯამში 513 315 ლარი დაერიცხათ. აქედან „მეეკს“ - 383 080 ლარი, „ეს ჯი გაზ - კომპანის“ კი - 130 235 ლარი.

ჯავახეთში, მუნიციპალური უწყებები თუ შეშას არ ყიდულობენ, მაშინ ხელშეკრულებებს პირდაპირი შესყიდვის წესით, ხშირად მხოლოდ „მეეკთან”, ან „ეს ჯი გაზ - კომპანისთან” აფორმებენ. („ეს ჯი გაზ - კომპანი“ ჯავახეთში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაობსაც აწარმოებს).

მაგალითად, ააიპ „ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს“ საწვავის 10 პირდაპირი შესყიდვიდან, 10-ვე „მეეკთან“ აქვს გაფორმებული, ააიპ „ნინოწმინდის კომუნალური, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურს“ კი 28 შესყიდვიდან - 27. ააიპ „სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულება ნინოწმინდის კომპლექსურ სასპორტო სკოლას“ 3 შესყიდვიდან 3-ვე „ეს ჯი გაზ - კომპანისთან“ აქვს დადებული, ააიპ „ნინოწმინდის სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებას" კი 2 შესყიდვიდან - 2-ვე.

TI: ენზელ მკოიანის ოჯახის წევრებმა საწვავის ბიზნესით 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს

მხოლოდ „მეეკისგან“ ყიდულობს საწვავს ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ბიურო. გამარტივებული წესით საწვავის შეძენა მკოიანების კომპანიიდან 2014 წლის იანვრიდან დაიწყო და ბოლო ხელშეკრულება 2019 წლის ოქტომბერში გააფორმდა. ამ ხნის განმავლობაში ბიურომ შპს-სგან 78 339 ლარის ღირებულების საწვავი 34-ჯერ შეისყიდა. აქედან 49 000 ლარზე ცხრა ხელშეკრულება დეპუტატმა პირადად გააფორმა კომპანიის დირექტორთან ნორაირ მკოიანთან, რომელიც ენზელ მკოიანის ბიძაა (მამის ძმაა). მას შემდეგ კი, რაც ენზელ მკოიანის შვილი „მეეკის” მეწილე გახდა, ბიუროდან კომპანიასთან ხელშეკრულება 4 გამარტივებულ შესყიდვაზე დაიდო და ჯამში, 4 866 ლარი გადაირიცხა.

რაც შეეხება, ენზელ მკოიანის ოჯახის მესამე კომპანიას შპს „ახალგაზს“, მას 2011 წელს, 1600 ლარის ღირებულების ერთადერთი გამარტივებული შესყიდვა აქვს ახალქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება-კოლეჯთან.

ტენდერები

მკოიანების კომპანიები უკონკურენოდ იგებდნენ ჯავახეთში გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებსაც.

„მეეკმა“, 2011-2012 წლებში, ნინოწმინდა-ახალქალაქის მუნიციპალიტეტების და მათი ააიპ-ების/შპს-ების 7 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, შვიდივეში ერთადერთი პრეტენდეტი იყო (SPA120012776; SPA120005992; SPA120003493; SPA110028358; SPA110021318; SPA110018652; SPA110004667;) შესაბამისად მოიგო კიდეც და ჯამში 230 410 ლარი დაერიცხა.

„ეს ჯი გაზ - კომპანიმ“ კი 2011 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით სულ 3 ტენდერში მიიღო მონაწილეობა (SPA110031199; SPA110029741; SPA110009972). მათ შორის ერთი არ შედგა, ორში კი (ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლასა და ნინოწმინდის მაგისტრ სასამართლოში) ერთადერთი პრეტენდეტი იყო და ხელშეკრულებების საერთო ღირებულებით 14 869 ლარი დაერიცხა.

2012 წლის შემდეგ კი ჯავახეთში წარმოდგენილ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, (რომლებიც მკოიანების კომპანიების შემსყიდველები არიან) საწვავზე ტენდერები აღარ ცხადდება.

კონკურენტები

გარდა მკოიანების შპს-ებისა, ჯავახეთში ნავთობრპდუქტის დისტრიბუტორ მსხვილ კომპანიებთან ერთად, ფუნქციონირებს ადგილობრივი ბიზნესმენის გრიგოლ ჰამბარცუმიანის კომპანიაც. იგი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გამარტივებულ შესყიდვებს, 2010 წლიდან 2014 წლის იანვრამდე, ჯერ შპს „მაქსიმედით“ იღებდა, 2014 წლის იანვრიდან 2016 წლის ივნისამდე კი ამავე მიმართულებით შესყიდვებს შპს „ოცნება-2014-ით“ აფორმებდა. ჰამბარცუმიანებმა ახალქალაქში საწვავის ბიზნესი, მკოიანების „მეეკზე“ ერთი წლით ადრე, 1998 წლიდან დაიწყეს.

მათ ამ დრომდე („მაქსიმედსაც“ და “ოცნება-2014“-საც) ნინოწმინდა-ახალქალაქის მუნიციპალური სამსახურებიდან და საჯარო სკოლებიდან ჯამში 72 762 ლარი აქვთ 132 შესყიდვიდან მიღებული.

TI: ენზელ მკოიანის ოჯახის წევრებმა საწვავის ბიზნესით 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს

2016 წლიდან, მას შემდეგ რაც ენზელ მკოიანი ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა, მისი კონკურენტი კომპანია „ოცნება-2014“, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, შესყიდვებიდან გაქრა. ამ ფონზე როგორც ნინოწმინდაში, ისე ახალქალაქში მკოიანების კომპანიები უფრო აქტიურდებიან.

მმართველი პარტიების შემწირველები

ენზელ მკოიანის ძმა და ბიძა, მარტუნ და ნორაირ მკოიანები ხელისუფლებაში მყოფი პარტიების მსხვილი შემწირველები არიან. მათ, ვიდრე ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, პარტიას 115 000 ლარი შესწირეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ კი ჯამში 213 000 ლარით მისი შემწირველები გახდნენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „მეეკისა” და შპს „ეს ჯი გაზ - კომპანის“ თითოეული სახელმწიფო შესყიდვა და დაადგინოს, ხომ არ იყო ეს შესყიდვები მათთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და იკვეთება თუ არა კორუფციის შესაძლო კონკრეტული ნიშნები.

ასევე ნახეთ "სამხრეთის კარიბჭეს" მომზადებული მასალა: 30-ზე მეტ სახელმწიფო უწყებას საწვავით ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანია ამარაგებს

[sknews.ge]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სუს-მა ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო
30-ზე მეტ სახელმწიფო უწყებას საწვავით ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანია ამარაგებს
მმართველი პარტიების დამფინანსებელი კომპანიები ტენდერებს იგებენ
ბიზნესმენების და პოლიტიკოსების პოლიტიკური ფერისცვალება
ენზელ მკოიანი და გიგლა აგულაშვილი ახალქალაქის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ [R]
პარლამენტარის ძმამ და ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა იჩხუბეს
‘ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემს ავტორიტეტზე’ – ენზელ მკოიანი ახალქალაქში მომხდარზე