FM97.5 / LIVE

ბორჯომელი 7 წლის მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონი გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.01.2020
ბორჯომელი მოჭადრაკე ბარბარე შონია საქართველოს ჩემპიონი გახდა, იგი საბერძნეთში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

ბორჯომელი 7 წლის მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონი გახდა

ჭადრაკში საქართველოს სკოლების ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას 7, 9, 11 და 13 წლის 234 მოსწავლე იღებდა.

შვიდ წლამდე გოგონებში მოასპარეზე ბარბარე შონიამ ცხრიდან ცხრა გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ბარბარე შონია სამცხე–ჯავახეთიდან პირველი მონაწილეა, რომელმაც მსგავსი ტიპის გამარჯვება მოიპოვა.

შვიდი წლის მოჭადრაკე სამი წლიდან თამაშობს, როგორც პატარა ბარბარეს დედა ამბობს, ეს ოჯახის ტრადიციაა.

„ჩევნს ოჯახში ყველა თამაშობს ბაბუა, ჩემი მეუღლე, ბარბარეს ბიძა და მამიდა. სამი წლის იყო ბარბარე, როდესაც ბაბუამ ჭადრაკი ასწავლა. მას შემდეგ ყველა ხელს ვუწყობთ წარმატების მიღწევაში“, – ამბობს ბარბარეს დედა ანი კახელი.

ბარბარე არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებულია.

„ეს იყო პირველი სერიოზული ჩემპიონატი, სადაც ბარბარემ გამარჯვება მოიპოვა და ცხრიდან ცხრა ქულა აიღო. ნონა გაფრინდაშვილის საერთაშორისო თასის ჩემპიონატზე ბარბარემ ბრინჯაოს მედალი აიღო“, – ამბობს ანი კახელი.

როგორც მწვრთნელი ამბობს, პატრა მოჭადრაკეს წინ დიდი წარმატება ელის.

„სამი წელია ჩემთნ დადის, მაგრამ მთავარი წვლილი ოჯახმა შეიტანა. ბაბუამ, რომელიც ყოველდღე ამეცადინებს. მე მასში დიდ პოტენციალს ვხედავ, როგორც ცნობილი მოჭადრაკე მიხეილ ბოტვინიკი ამბობდა, „მოჭადრაკეს თუ ჭადრაკის შიმშილი არ აქვს ბავშვს წარმატებული შედეგი არ ექნება“, ბარბის კი ეს ყველაფერი აქვს და ეს არის მთავარი“, – ამბობს ბარბარე შონიას მწვრთნელი უშანგი ჯანგირაშვილი.

ბარბარე შონიამ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ჩემპიონატი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გაიმართება. იგი საბერძნეთში ორ აპრილს გაემგზავრება.

ბორჯომელი 7 წლის მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონი გახდა

ბორჯომელი 7 წლის მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონი გახდა

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლა ჭადრაკის ჩემპიონი გახდა
ბარბარე ძინძიბაძის დასახმარებლად ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა
„წამლების საყიდლად თვეში 2000 ლარი მჭირდება“ –  28 წლის ბარბარე დახმარებას ითხოვს
ახალციხელი კარატისტი  2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა
ხუთი თვის ბარბარეს გადასარჩენად ოჯახი დახმარებას ითხოვს
ახალციხელმა ნიაზ დიასამიძემ საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო]