FM97.5 / LIVE

ანსამბლი ‘მესხეთი’ ფილარმონიაში სოლო კონცერტს გამართავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.01.2020
ქორეოგრაფიული ანსამბლის „მესხეთის“ ხუთი თაობის 300-მდე წარმომადგენელი თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იცეკვებს.

ანსამბლი ‘მესხეთი’ ფილარმონიაში სოლო კონცერტს გამართავს

სოლო კონცერტი ივნისში გაიმართება. როგორც „მესხეთის“ ხელმძღვანელი, ლევან ქიმერიძე ამბობს, მზადებას უკვე შეუდგნენ.

„შევთანხმდით ფილარმონიის ადმინისტრაციასთან, კონცერტს შვიდ ან 14 ივნისს ჩავატარებთ. გვინდა რომ კარგად წარვდგეთ მაყურებლის წინაშე, რადგან ეს ქალაქის და რეგიონის სახელიცაა. იშვიათია რომ რაიონის ანსამბლს სოლო კონცერტი ჰქონდეს ფილარმონიაში“, - ამბობს ქიმერიძე.

ფილარმონიაში „მესხეთი“ მაყურებლის წინაშე 20-მდე ცეკვით წარსდგება, როგორც ახალი ისე ძველი რეპერტუარით: „მნიშვნელოვანია რომ ჩვენი კუთხის ცეკვაც ვიცეკვოთ, მაგალითად მესხური ფერხული“.

ფილარმონიაში ცეკვისთვის ანსამბლის თითოეულ წევრს 90 ლარის გადახდა მოუწევს. ამ თანხაში შედის დარბაზის ქირაობა, ასევე განათება და მუსიკოსების ანაზღაურება.

ქიმერიძე ამბობს, რომ ბილეთები არ გაიყიდება.

„ფილარმონიის გადასახადი დაახლოებით 18, 19 ათასია. მაგალითად, თბილისის ანსამბლებიდან თითო კაცი 200 და 300 ლარს იხდის ხოლმე. ბილეთების გაყიდვას არ ვაპირებ, იქნებიან მოცეკვავეების ნათესავები და ოჯახის წევრები. ვისაც შემოსვლა მოუნდება ბილეთს მივცემთ“.

კონცერტზე სტუმრად სხვადასხვა ცნობილ ქორეოგრაფებს და მათ ანსამბლებს ეპატიჟებიან.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანსამბლი ‘მესხეთი’ პოლონეთში კონცერტს გამართავს
ანსამბლმა ‘ვარძიამ’ პირველი სოლო კონცერტი გამართა
ავანგარდი: ცხოვრება ცეკვით [აუდიო]
ანსამბლ 'მესხეთის' წევრები ჰოლანდიაში სოლო კონცერტებს მართავენ [Video]
ანსამბლი 'რუსთავი' ახალციხეში კონცერტს გამართავს
‘ცოდნის დღესასწაული’ – საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ფილარმონიაში  გაერთიანდა
ახალციხე კონცერტისთვის ემზადება