FM97.5 / LIVE

ახალციხეში ჩინელები კორონავირუსთან დაკავშირებით გამოკითხეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.01.2020
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ამოწმებენ, ახალციხეში მცხოვრები ჩინელები იმყოფებოდნენ თუ არა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში, ან ვინმე ხომ არ ესტუმრათ სამშობლოდან.

ახალციხეში ჩინელები კორონავირუსთან დაკავშირებით გამოკითხეს

ჩონჩია ჩენი ახალციხეში 15 წელია ცხოვრობს, ამბობს რომ ბოლოს ჩინეთში ექვსი თვის წინ იმყოფებოდა.

„სადაც ვირუსია გავრცელებული ის ადგილი ჩემი ქალაქიდან თვითმფრინავით 10 საათის სავალზეა. დღეს იყვნენ ჩვენთან, მე ვუთხარი, რომ არ ვაპირებ ჯერ ჩინეთში წასვლას“, – ამბობს ჩონჩია ჩენი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, ახალციხეში მდებარე ჩინურ მაღაზიებში დღეს, 27 იანვარს იმყოფებოდნენ.

„ეს არის ჩემი ინიციატივა. თანამშრომლები გავგზავნე სპეციალური კითხვარით, ვარკვევთ ხომ არ იმყოფებოდნენ ამ ბოლოს ჩინეთში, ან იქიდან ხომ არ ჰყავდათ სტუმრად ვინმე. დაუტოვეს საკონტაქტო ნომერი“, – აცხადებს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

მისი თქმით, ჩინეთის მოქალაქეებს განუმარტეს, რომ „სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ ჯანდაცვის ცენტრში“.

დღეს, 27 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება.

„რამდენიმე დღეა საქართველოში მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რომ პროფილაქტიკა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ინფექციის შემოტანის, რადგან ჩინეთთან გვაქვს ინტენსიური მიმოსვლა. თუ გამოჩნდა საეჭვო შემთხვევა, სწრაფად მოხდეს მისი ევაკუირება ოთხიდან ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ საზღვარზე შემოვიდა, ჩინეთის დაახლოებით, 144 მოქალაქე სხვადასხვა რეისებით და საქართველოდან გავიდა, დაახლოებით, 110 ადამიანი. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არც ერთი საეჭვო სიმპტომებიანი ადამიანი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, 26 იანვრის ანგარიშის მიხედვით, დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 25 იანვრის მონაცემებთან შედარებით გაიზარდა 694-ით. სულ დადასტურებულია 2019-nCoV -ის 2 014 შემთხვევა. 2 014 შემთხვევიდან, 1 985 დაფიქსირებულია ჩინეთში.

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი, შესაძლოა, ერთიდან 14 დღემდე მერყეობდეს. ვირუსი გადამდებია ინკუბაციის პერიოდშიც.

დღესვე საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.

აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე.

გადაწყვეტილების საფუძველი გახდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუ და დეკორატიული თევზების იმპორტი ხორციელდებოდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყდა
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
კორონავირუსი ჩინეთის გარდა 46 ქვეყანაში დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა
სამინისტრო კორონავირუსზე: 'დაავადების შემოტანის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია'
‘ერთი სარტყელი, ერთი გზის’ - ჩინეთში საერთაშორისო ფორუმი გაიმართა [R]
ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 'ე.წ განგაშის თამასა, მთელ მსოფლიოზე გავრცელდა' [ვიდეო]