FM97.5 / LIVE

გორელოვკაში წყლის მილზე უკანონო დაერთებების ჩაჭრა გაზაფხულამდე გადაიდო

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.01.2020
ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში, მოსახლეობა და თვითმმართველობა შეთანხმდა, რომ ცენტრალურ მილზე არსებულ უკანონო დაერთებებს გაზაფხულზე ჩაჭრიან.

გორელოვკაში წყლის მილზე უკანონო დაერთებების ჩაჭრა გაზაფხულამდე გადაიდო

სოფელში გვითხრეს, რომ უკანონო მიერთებებს სავარაუდოდ მაისში ჩაჭრიან, მაშინ როცა ამის საშუალებას ამინდი მისცემთ. ამ ეტაპზე სოფელს წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდება.

„ამდენი წელია ვითმენთ და რამდენიმე თვესაც მოვითმენთ. იმიტომ რომ ყინვებია, თან საქონელი შეგვეცოდა, რომ ჩავუჭრათ წყალს ვეღარ დალევენ, თავს ზევით ძალა არაა“, - ამბობს გორელოვკის მკვიდრი ამირან მელაძე.

სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულის მოადგილე, შალვა ბერძენიშვილი ამბობს, რომ გაზაფხულამდე პროექტი მომზადდება და ტენდერი გამოცხადდება.

„რთულია უკანონო დაერთებების ადგილების ნახვა ახლა, რადგან ყინვა და თოვლია. პროექტი მზადდება, როგორც კი ამინდი საშუალებას მოგვცემს ყველა შემავალი და გამავალი ხაზები გაიყოფა და წყალი ყველასთან იქნება თანაბრად“, - ამბობს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ლარი დასჭირდება პროექტის განხორციელებას.

სასმელი წყლის გაყოფის გამო სოფელ გორელოვკაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სუმბატ კიურეღიანსა და ჩაფინიანებს შორის დაპირისპირება, 16 იანვარს დაიწყო.

20 იანვარს ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ორი საათით გადაკეტეს საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს სასმელი წყალი არ ჰყოფნის რადგან, წყლის დიდი ნაწილი კიურეღიანების და კიდევ რამდენიმე ადგილობრივის ფერმაში მიდის. გარდა ამისა, პრობლემაა საძოვრებიც, მათი თქმით, გორელოვკაში ჰექტრობით მიწა ადგილობრივი ჩინოვნიკების ხელშია.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
გორელოვკაში ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა
აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან
გორელოვკაში ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივებმა იჩხუბეს - არიან დაშავებულები
გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ