FM97.5 / LIVE

რა გაკეთდება 2020 წელს რეგფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.01.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია რეგფონდიდან 15 ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებას ითხოვს, აქდან ცხრა პროექტზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

რა გაკეთდება 2020 წელს რეგფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ 15–დან ცხრა პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უკვე დაფინანსდა, ექვსი პროექტი კი დღეს, 27 იანვარს დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოიწონეს, აღნიშნულ პროექტებს რეგფონდში გადააგზავნიან, დაფინანსდება თუ არა, პასუხს რამდენიმე თვეში მიიღებენ.

რეგფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები:

გიორგიწმინდის და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 374 795 ლარი;

ანდრიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 499 161 ლარი;

წყრუთი–წირას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 513 010 ლარი;

აწყური–ტყემლანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 483 797 ლარი;

ვალეში ე.წ მეორე შახტის დასახლებაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 310 977 ლარი;

ახალციხეში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სახურავების, ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა – 1 033 939 ლარი;

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია – 428 660 ლარი;

ახალციხის ქუჩების (მიხეილ თამარაშვილის, შალვა ახალციხელის, პაატა ნათენაძის, რუსთაველის, კოსტავას, დიდიმამიშვილის, 9 აპრილის, ჯაყელის, თამარ მეფის, ახალქალაქის ჩიხის, საფარის ქუჩის მიმდებარედ ჩიხების, ნიკოლაძის, მიქუტიშვილის, ტაბიძის, ყაზბეგის, ასპინძის, გორის, ქუთაისის და ერევნის) საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა–რეაბილიტაციის სამუშაოები – 1 869 160 ლარი;

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის მოწყობა – 700 000 ლარი;

მოწონებული პროექტები, რომლებიც რეგფონდში დაფინანსების მოთხოვნით გადაიგზავნება:

კლდის, წნისის, ურავლის, აწყურის მუგარეთის, თისელის, ჭვინთის, ანის, ელიაწმინდის, წყრუთის, წირის, სხვილისისა და ორალის სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია – 1 065 246 ლარი;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების მშენებლობა–რეაბილიტაცია – 1 200 000 ლარი;

ახალციხეში, სამხატვრო სკოლის და საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაცია – 400 000 ლარი;

ახალციხეში, რუსთაველის N124–ში მდებარე შენობებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 600 000 ლარი;

ახალციხის მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია – 900 000 ლარი;

ახალციხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია – 150 000 ლარი;

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში
ახალციხე რეგფონდიდან 5 მლნ ლარს მიიღებს – რა გაკეთდება ამ ფულით
რაში დახარჯა გამგეობამ ‘რეგიონული ფონდის’ ფული
ახალციხის თემში რეგიონული ფონდიდან 11 პროექტი დაფინანსდება
3 მლნ ლარი რვა პროექტისთვის – რა იგეგემება ახალციხის სოფლებში
2018 წელს, ახალციხის თემში, 3 მლნ–მდე ლარით,  9 პროექტი განხორციელდება
ბორჯომი რეგფონდიდან 2 495 667 ლარს მიიღებს