FM97.5 / LIVE

საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.01.2020
ზუსტად ასი წლისა და 13 დღის წინ ახალციხე საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ზეიმობდა. გენერალი არჯევანიძე, ერობის თავმჯდომარე მელიქიშვილი, ალიხანოვი, ოსმან მიქელაძე, მოქალაქე აზნაუროვი სიტყვით გამოდიან და ქართულ, სომხურ, ,, თათრულადაც" მიმართავენ საზოგადოებას.

საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში
ახალციხის რაბათი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ფოტო

ინფორმაცია გაზ. ერთობა, 1920 წლის 23 იანვარის , 16 ნომერში იბეჭდება.

დამოუკიდებლობის აღიარების გამო

ქ. ახალციხე. 12 იანვარს, დღის 3 საათი იქნებოდა გაისმა ზარების ხმა. ზარების მოულოდნელმა ხმამ ხალხი შეაშინა, ეგონათ, რაღაც უბედურება ეწია ქალაქსო, მაგრამ მალე გამოირკვა: არა უბედურება, არამედ სასიხარულო ამბავი: მოკავშირეების მიერ საქართველოს და ადებეიჯანის დამოუკიდებელ რესპუბლიკათ ცნობა. ეს ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ ქალაქს დაწესებულებებში მოსამსახურეების გული არ უდგებოდა, ერთმანეთს ეხვეოდენ, კოცნიდენ და ულოცავდენ სასიხარულო ამბავს.

ქუჩებში შეიქმნა არაჩვეულებრივი მოძრაობა. ერობამ მაშინვე შეუკვეთა სტამბას დაებეჭდა დეპეშები და გაეკრათ ქუჩებში. საყდრებში გადაიხადეს პარაკლისი.

საღამოს კლუბში ქალაქის თავმა ამცნო ხალხს: მოკავშირეების მიერ საქართველოს და ადერბაიჯანის ცნობა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მან თავის სიტყვა დაამთავრა: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოსო. გაისმა: ვაშა, ურა, მუსიკამ შეასრულა ეროვნული ჰიმნი.

13 იანვარს ქალაქი იღებს არაჩვეულებრივ სახეს. დილიდანვე დუქნები და სავაჭროები დაკეტილია. სახლები მორთულია ეროვნული დროშებით და ნოხებით. დაწესებულებებში მუშაობა შეწყვეტილია და ყველა სადღესასწაულოთ მორთულები ქუჩებში გამოდიან.

დილით 10 საათზე გამოდის შეიარაღებული ჯარი და გვარდია. წინ მუსიკა მიუძღვის, მერმე ჰარის ხელმძღვანელები, მას მოჰყვება გვარდიის წითელი დროშები, შემდეგ – გვარდია და კარი. გაივლიან რამდენიმე ქუჩას, მერმე მოვლენ ქალაქის ბაღთან და გამწკრივდებიან. აქ მოდის ქალაქის ამქრები, პროფესიონალურ კავშირების მუშები, ქალაქის მოსამსახურეები და აურებელი ხალხი.

საათის 12-ზე გენერალი არჯევანიძე ესალმება ჯარს და ულოცავს სასიხარულო ცნობას. ისმის ვაშა, ურა, მუსიკა, ზარბაზნის ქუხილი და ზარების ხმა.

ერობის თავმჯდომარე მელიქიშვილი პირველი ადის ტრიბუნაზე, ხსნის კრებას და კითხულობს დეპეშას, ისევ ისმის ვაშა, ურა და მუსიკა უკრავს მრავალჟამიერს.

გვარდიის სახელით ლაპარაკობს ამხანაგი ვ. ალიხანოვი, ის გრძნობიერი სიტყვით მიმართავს მოზღვავებულ ხალხს, წაავლებს წითელ დროშას ხელს და ამბობს: აი ამ წითელი დროშის შრომის ნაყოფია დღევანდელი ზეიმიო.

შემდეგ ლაპარაკობენ: დამფუძნებელი კრების წევრი ოსმან მიქელაძე (თათრულათაც), ქალაქის თავი ქართულ-სომხურათ. ადგილობრივი ორგანიზაციის სახელით შინაარსიან სიტყვას ამბობს: ამხანაგი ხელაძე, სოციალისტ-ფედერალისტების სახელით აკაკი ფაღავა, დაშნაკელების წარმომადგენელი და მოქალაქე აზნაუროვი.

ქვაყუდელი

მასალა და ფოტო აღებულია - https://civil.ge

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ აღნიშნეს 101 წლის წინ ახალციხეში დამოუკიდებლობის დღე
‘რუსეთი ოკუპანტია’- წარწერები ბორჯომის ქუჩებში [ფოტო]
ახალციხის ქუჩებში  მოძრაობა შეზღუდულია
100 წლის წინ ნოე ჟორდანია ახალციხესა და აბასთუმანს სტუმრობდა
ახალციხის ქუჩებში მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა მოინახულა
100 წლის ამბავი: ნოე რამიშვილი ახალციხის მაზრაში
მუსიკა საზღვრების გარეშე