FM97.5 / LIVE

‘სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის’ - განხორციელდება თუ არა პროექტი სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.01.2020
კათოლიკე და სომეხი სასულიერო პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების კურსები იწყება. პროექტს მათ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სთავაზობს.

‘სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის’ - განხორციელდება თუ არა პროექტი სამცხე-ჯავახეთში

პროექტს „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან ერთად ახორციელებს.

სწავლება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო, თუმცა მასში მესხეთში მოღვაწე სასულიერო პირები, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან, ვერ ჩაერთვნენ: „სააგენტოს, მსურველების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. ეკლესიის მოძღვრებმა მომცეს ეს ინფორმაცია და მაშინ 7-8 პიროვნება შეგროვდა, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. საუბარი იყო კათოლიკე და სომხური სამოციქულო წესის სასულიერო პირებზე, მღვდლებზე“, - ამბობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში ელვარდ ზაზაძე.

რაოდენობის სიმცირის გამო, სააგენტოს პროექტში პირველ ეტაპზე დმანისში, მარნეულსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირები ჩაერთვნენ, ნოემბრიდან კი ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლებიც.

„მომდევნო ეტაპზე პროექტს უერთდებიან ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სასულიერო პირები“, - აცხადებენ სააგენტოში.

ზაზაძის თქმით, ახალ ეტაპზე თუკი სასულიერო პირების საკმარისი რაოდენობა შეგროვდება, ჟვანიას სკოლის პედაგოგები მათთან იმუშავებენ: „მივდივარ და ვესწრები ხოლმე რიტუალს, სომხურ ეკლესიაში ხშირად თარჯიმნის გარეშე საუბარი შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ უნდა იცოდნენ სასულიერო პირებმა ქართული ენა. თუ სურვილი გაუჩნდებათ, ჩვენ უნდა მოგვმართონ“.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა. სწავლების შემდეგ სასულიერო პირები ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს იღებენ.

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ზაზა ვაშაყმაძე მოხეში სასულიერო პირებს შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდება
ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება
რელიგიის სააგენტოს მილოცვა სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიას
‘ასწავლე მაცნეს’ – მორიგი შეხვედრა რელიგიურ უმცირესობებთან
საფეხური:სახელმწიფო ენის სწავლება სამცხე–ჯავახეთში [აუდიო]


ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს