FM97.5 / LIVE

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.01.2020
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ორი წლით ადგილს შეიცვლის. ისტორიულ შენობას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ფოტო: ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

შენობის რეაბილიტაცია 2020 წლის ივნისიდან იწყება.

როგორც, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში აცხადებენ, რეაბილიტაციის დროს მუზეუმის ექსპონატებს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში არსებულ მინერალური წყლის საექსპორტო შენობაში განათავსებენ.

„ივნისში გადავალთ ისტორიული პარკის ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით ორი წლის განმავლობაში დავრჩებით, ეს სავარაუდო რიცხვებია. პროექტთან დაკავშირებით ველოდებით ტენდერის გამოცხადებას“, – ამბობს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი თიკო მამასტარაშვილი.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გასულ წელს სახურავი შეუცვალეს.

„სახურავი შარშან გამოუცვალეს. ბოლოს მსგავსი ტიპის რეაბილიტაცია მე–20 საუკუნის 80–იან წლებში ჩაუტარდა“, – ამბობს თიკო მამასტარაშვილი.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1890 წლიდან ფუნქციონირებს და დამთვალიერებელს 11 თანამშრომელი ემსახურება.

შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, 23 იანვარს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ადგილობრივი თვითმმართველობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

2020 წლის იანვრიდან ბორჯომის მხარეთოდნეობის მუზეუმში ბილეთის ფასი და გიდის მომსახურება უცხოელი ვიზიტორებისთვის გაიზარდა.
აქამდე უცხოელი მოსწავლეები/სტუდენტები/ პენსიონრები ერთ ლარს იხდიდნენ, ახლა კი ხუთი ლარია. ასევე გაორმაგდა გიდის მომსახურება უცხო ენაზე, 15–ის ნაცლად 30 ლარი გახდა.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა დამთვალიერებლების მიღება განაახლა
‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დროებით დაიხურა
გერმანიაში ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატები გამოფინეს
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სამინისტროს აქციას უერთდება
მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა