FM97.5 / LIVE

სააპელაციო სასამართლომ ახალციხის ციხის საქმეზე მხარეებს მორიგება შესთავაზა

მთავარისიახლე, სამართალი 24.01.2020
რეორგანიზაციის შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლებულ ვეფხია სამსონიძეს და ახალციხის ციხის დირექტორს, სააპელაციო სასამართლომ მორიგება შესთავაზა. ააიპ–ის ხელმძღვანელი შეთანხმებაზე უარს ამბობს.

სააპელაციო სასამართლომ ახალციხის ციხის საქმეზე მხარეებს მორიგება შესთავაზა
ფოტო: ახალციხის ციხე

სასამართლო პროცესი თბილისში გუშინ, 23 იანვარს უნდა ჩატარებულიყო თუმცა გადაიდო.

„გადაიდო რადგან პროცესზე ახალციხის ციხის დირექტორი არ იმყოფებოდა, მარტო იურისტი ვერ გადაწყვეტდა. მორიგებას თუ დავთანხმდებით მხოლოდ თანხის ნაწილში, შეიძლება უარი ვთქვათ განაცდური საათების ანაღაურებაზე. ძირითადი მოთხოვნა უვადო სამსახურია“, - ამბობს სამსონიძის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე, ამბობს, რომ მორიგებაზე თანახმა არაა, რადგან თავის დროზე სამსონიძე მის შეთავაზებას სეზონურ სამუშაოსთან დაკავშირებით არ დათანხმდა.

გათბობა–გაგრილების სისტემის სპეციალისტი, ვეფხვია სამსონიძე სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამსონიძეს სარჩელი არ დააკმაყოფილა. მხარეებს შორის დავა სააპელაციოში გაგრძელდა.

2019 წელს, ახალციხის ციხეზე, რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა შვიდი შტატი, ექვსი თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ექვსიდან ორმა, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა. მათ შორისაა ვეფხვია სამსონიძე და ყოფილი საქმის მწარმოებელი მაია მაისურაძე, რომლის შტატიც გააუქმეს.

მოგვიანებით, 10 მაისს, ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან ხუთს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე, სამსახურში დაბრუნება შესთავაზა. აქედან სამსახურში მხოლოდ ოთხი მათგანი დაბრუნდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
ახალციხის ციხიდან  გათავისუფლებულმა თანამშრომელმა საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიდან  ერთმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა
ახალციხის ციხე ოთხმა თანამშრომელმა დატოვა
'შევეკამათე და ამიტომ გამათავისუფლეს', – ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან სასამართლოს ორმა მიმართა
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ექვსი თვით დააბრუნებენ