FM97.5 / LIVE

ვალელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ‘ფორსაჟის’ გადამღებმა ჯგუფმა იყიდა [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.01.2020
მის ნახატებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეხვდებით, ამბობს, რომ ყველაზე კარგად პორტრეტები, პეიზაჟები და ნატურმორტები გამოსდის. ვალეში მცხოვრები 63 წლის მხატვრის ოცნება პერსონალური გამოფენაა, სადაც მისი ყველა ნამუშევარი გამოიფინება.

ვალელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ‘ფორსაჟის’ გადამღებმა ჯგუფმა იყიდა [ვიდეო]

რეზო ხითარიშვილი სოფელ ვალეში, მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. პატარა სახელოსნო სახლის სარდაფში აქვს მოწყობილი, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. კედელზე ნახატებთან ერთად ძველი გამოფენების აფიშებიც აქვს გამოკრული.

ნამუშევრების შესაქმნელად გუაშებს, აკრილსა და ზეთის საღებავებს იყენებს. ამბობს, რომ კარგი ნახატი მაშინ გამოსდის, როცა კარგ ხასიათზეა.

მისი თქმით, ხატვისას მთავარი ფერების სწორად წაკითხვაა, საგნის ნატურალური ფერების გადმოღება კი აუცილებელი არ არის: „საკუთარ ფანტაზიას თუ ჩართავ, ნახატი ბევრად საინტერესო გამოდის“.

რეზოს ყველა ნამუშევარი უყვარს. მისთვის ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროცაა. ამბობს, რომ საყვარელ ნახატებთან გამომშვიდობება ხშირად უწევს.

„მხატვარი ყოველთვის თავისი ნამუშევრებით ცხოვრობს. გავყიდი ნებისმიერ ნამუშევარს თუ დავინახავ, რომ მსურველს ნახატი მოსწონს და იმიტომ არ ყიდულობს რომ მოდასაა აყოლილი“,-აღნიშნავს მხატვარი.

მისი ნამუშევრების ფასი 250 ლარიდან იწყება და ხშირად 2 000, 3 000 ან მეტ ფასადაც ჰყიდის. ხითარიშვილის ნამუშევრებს თურქეთში, შოტლანდიაში, ინგლისში, ამერიკასა და კიდევ ბევრ ქვეყანაში შეხვდებით.

ბოლოს მისი ნახატები ფილმის „ფორსაჟი 9“-ის გადამღებმა ჯგუფმა შეიძინა. „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდი თბილისში 2019 წელს გადაიღეს.

„გადაღებები ჰქონდათ თბილისში, ჩემი მეგობარი მანქანების სპეციალისტია და მათთან მუშაობდა. უჩვენებია ჩემი ნახატები და ძალიან მოეწონათ. ორი ნამუშვრის ყიდვა უნდოდათ, მე ხუთი გავუგზავნე რომ აერჩიათ, თუმცა ისე მოეწონათ, რომ ყველა იყიდეს“,- სიამაყით გვიყვება მხატვარი.



ამბობს, რომ მის ნახატებს გამოფენებზეც ყიდულობენ, მაგრამ რადგან სოფელში ცხოვრობს, გამოფენებშიც ხშირად ვერ მონაწილეობს: „უფრო მეტი შესაძლებლობა ამ მხრივ იმ მხატვრებს აქვთ, ვინც დედაქალაქში ცხოვრობენ“.

ცნობილ მხატვრებს შორის გამოარჩევს იტალიელ მხატვარს და მოქანდაკეს ამედეო მოდილიანს. ქართველებში კი სერგო ქობულაძეს და დავით კაკაბაძეს.

რეზო ხითარიშვილის ოცნებაა, მისმა ნახატებმა საუკუნეებს გაუძლოს: „ყველა მხატვრის ოცნებაა, ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, კარგი ნამუშევრების დატოვოს. მინდა რომ საინტერესო მეც დავტოვო, როგორც სხვებმა. თუ კარგი ნამუშევარია ის არ დაიკარგება და თავის გზას იპოვის“.



[მარიამ ბარძიმაძე, ზურა სულაბერიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

04.04.2020 ახალციხის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი მხატვრების ნახატების გამოფენა გაიხსნა
”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’
'ჩემი აწყურელი მამა' – ახალციხეში კამილ მამუკაძის გამოფენა გაიმართება
‘ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება’ - თვითნასწავლი მხატვარი აბასთუმნიდან [ფოტო]
ვისი მემორიალური  დაფები გაიხსნა ახალციხეში
ახალციხეში ნახატები  და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფინეს
ახალციხის ციხეში ადგილობრივი მხატვრის გამოფენა გაიხსნა