FM97.5 / LIVE

გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.01.2020
წყალმომარაგების კომპანიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ნინოწმინდის სოფელ გორელოვკაში, სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი დაათვალიერეს. მათი თქმით, უკანონო დაერთებებს ჩახსნიან. მანამდე კი არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან.

გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან

სოფელ გორელოვკაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარე, სუმბატ კიურეღიანსა და ჩაფინიანებს შორის დაპირისპირება, 16 იანვარს სწორედ სასმელი წყლის განაწილების გამო დაიწყო. 20 იანვარს კი ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ორი საათით გადაკეტეს საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს სასმელი წყალი არ ჰყოფნის რადგან, წყლის დიდი ნაწილი კიურეღიანების ფერმაში მიდის. გარდა ამისა, პრობლემაა საძოვრებიც, მათი თქმით, გორელოვკაში ჰექტრობით მიწა ადგილობრივი ჩინოვნიკების ხელშია.

22 იანვარს, გორელოვკაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე, შალვა ბერძენიშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი, ბესიკ ფილაური აღნიშნული პრობლემის შესწავლის მიზნით იმყოფებოდნენ.

„გორელოვკაში ცენტრალური მაგისტრალი შევისწავლეთ. ვნახეთ რა სიტუაციაა, რათა ამის მიხედვით დაიგეგმოს სამუშაოები და ზედმეტი დაერთებები ჩაიხსნას. ამინდზე ვართ დამოკიდებული, რომ სამუშაოები დავიწყოთ. წყალმომარაგების კომპანია გვეხმარება, ჩვენ კი ტექნიკა უნდა დავახმაროთ“,- ამბობს შალვა ბერძენიშვილი.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი, ბესიკ ფილაურის განმარტებით, სათავეზე დებეტი უკვე გაზარდეს, მაგრამ დაერთებების გამო, წყლის დიდი ნაწილი გზაში იკარგება.

რაც შეეხება საძოვრების საკითხს, მხარის რწმუნებულის მოადგილე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, კომისია მალე შეიქმნება.

„ჩვენ მოსახლეობას ვუთხრით, რომ მიმართონ ქონების მართვის სააგენტოს, რათა მათ თავისი სპეციალისტები გამოყონ, კომისიაში ასევე შევლენ ნინოწმინდის მერიის და რწმუნებულის აპარატიის თანმაშრომლები. სამუშაო ჯგუფი საკადასტრო რუქების მიხედვით შეისწავლის საკითხს“,- ამბობს ბერძენიშვილი.

20 იანვრის აქციაზე, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული ყველა დაერთება ჩაიჭრებოდა და წყალი ყველას თანაბრად ექნებოდა.

გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გორელოვკაში წყლის მილზე უკანონო დაერთებების ჩაჭრა გაზაფხულამდე გადაიდო
ბესიკ ამირანაშვილი აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებას სთავაზობს
‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა
აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
გორელოვკაში ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ