FM97.5 / LIVE

‘მტკვარი ჰესზე’ დამატებით 300 მეტრიანი გვირაბი შენდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.01.2020
„მტკვარი ჰესის“ პროექტში ცვლილბება შევიდა – სოფელ საყუნეთის მხრიდან 300 მეტრიან გვირაბს გაიყვანენ. მტკვარი ჰესის ადმინისტრაციამ მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო, რადგან სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება.

‘მტკვარი ჰესზე’ დამატებით 300 მეტრიანი გვირაბი შენდება

„მტკვარი ჰესის“ ადმინიტრაციაში აცხადებენ, რომ პროექტში ცვლილებების შეტანა და დამატებითი გვირაბის მშენებლობა, სამუშაოები დაჩქარების მიზნით გახდა საჭირო.

„საყუნეთის მხრიდან გვინდა დამატებითი შესასვლელის გაკეთება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო დავაჩქაროთ პროექტი და პარალელურად იმუშაოს ორმა კონტრაქტორმა: გვირაბის კონტრაქტორმა და სამშენებლო ნაწილის კონტრაქტორმა“, - განმარტა „სამხრეთის კარიბჭესთან“ შპს „მტკვარი ჰესის“ დირექტორმა ალექსანდრე ოქროშიძემ.

შესაბამისად, ადმინისტრაცია, სოფელ საყუნეთიდან დაახლოებით 800 მეტრის, ხოლო სოფელ ზიკილიიდან 300 მეტრიანი გვირაბის მშენებლობას აპირებს.

ცვლილებების განხორციელების შესახებ „მტკვარი ჰესის“ ადმინისტრაცია დასტურს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამისნიტროიდან ელოდებოდა. მათ უწყებას სკრინინგის განცხადებით 25 ოქტომბერს მიმართეს.

“300 მეტრიანი გვირაბის მშენებლობის შესახებ, შემოვიდა ჩვენთან სკრინინგზე განცხადება და გავეცით პასუხი, რომ ამ პროექტს გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ სჭირდება, შესაბამისად, ნებართვა გაცემულია“, - აცხადებენ სამინისტროში.

ჰესის ადმინისტრაცია სკრინინგის განცხადებაში უთითებს, რომ ჰესის ექსპლუატაციაში გადაცემა ვერ მოხდება დაგეგმილი დროისათვის, რადგან სადაწნეო გვირაბის გაყვანის სამუშაოები, ქანების ჩამოშლის გამო, 18 თვით შეფერხდა. შესაბამისად, ისინი გვირაბის გაყვანას სამუშაოების დაჩქარების მიზნით გეგმავენ.

„2017 წლის დასაწყისში, როცა გაყვანილი იყო გვირაბის 7.3 კმ, გვირაბის დერეფანში გამოვლინდა არახელსაყრელი გეოლოგიური პირობები, მონაკვეთზე დაფიქსირდა ქანების ჩამოშლა, რამაც გამოიწვია გვირაბგამყვანი მანქანის ბლოკირება და გვირაბის გაყვანის სამუშაოების შეფერხება 18 თვით, 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივნისამდე.

გვირაბის გაყვანის სამუშაოების აღდგენა მოხდა 2019 წლის 23 ივნისს და მას შემდეგ გაყვანილია დაახლოებით 1 036 მეტრი. მტკვარი ჰესი მშენებლობის ნებართვით და ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, აღნიშნული შეფერხების გამო, საჭირო გახდა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება, რაც ითვალისწინებს სადაწნეო გვირაბში შესასვლელი ერთი დამატებითი გვირაბის მოწყობას ჩრდილოეთ პორტალთან“, - ნათქვამია სამინისტროში წარდგენილ სკრინინგის განცხადებაში.

მტკვარი ჰესის სამშენებლო სამუშაოები 2010 წელს დაიწყო. როგორც ერთი წლის წინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, „მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2020 წელს უნდა შევიდეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ გახდა საჭირო ‘მტკვარი ჰესის’ პროექტში ცვლილებების შეტანა
‘მტკვარი ჰესზე’ გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა [ვიდეო]
„მტკვარი ჰესის“ ხელმძღვანელობის განმარტება  წყლის მიმართულების შეცვლაზე
'მტკვარი ჰესის' პროექტზე ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოეწერა ხელი
‘მტკვარი ჰესი’ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა
‘რამდენიმე წუთით ავცდი, რომ მიწას არ ჩავეტანე’– რუსთაველები ჰესის მშენებლობაზე
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა