FM97.5 / LIVE

ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.01.2020
დევნილთა სამინისტრო „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ბორჯომში მცხოვრებ ხუთსულიან ოჯახს სახლს შეუძენს. ოჯახმა ბინა 26 000 ლარის ფარგლებში უნდა მოძებნოს.

ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ
ფოტო: არქივი

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.

„კომისიაზე ბორჯომიდან ხუთსულიანმა ოჯახმა დადებითი პასუხი მიიღო, ახლა მათ უნდა მოიძიონ სახლი სამი თვის განმავლობაში, შემდეგ ექსპერტიზა შეისწავლის ვარგისია, თუ არა საცხოვრებლად. დადებითი პასუხის შემთხვევაში პირდაპირ სახლის მეპატრონეს გადერიცხება თანხა, ბენეფიციარები კი გადავლენ საცხოვრებლად“,– განმარტეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ოჯახი რომელიც ხუთი წევრისგან შედგება 26 000 ლარით დაფინანსდება.

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სოფლად სახლების შეძენის პროგრამა, 2013 წლიდან დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩატარდა, შერჩეული იქნა 401 ოჯახი, რომელშიც სამცხე–ჯავახეთიდან მხოლოდ ერთი ოჯახი მოხვდა.

პროექტის ფარგლებში, კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 3,5 ქულა. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

▶ოჯახი რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან - 17000 ლარი;

▶ოჯახი რომელიც შედგება 3 წევრისგან - 21000 ლარი;

▶ოჯახი რომელიც შედგება 4 წევრისგან - 23000 ლარი;

▶ოჯახი რომელიც შედგება 5 წევრისგან - 26000 ლარი, ხოლო ოჯახის ყოველ შემდეგ წევრზე 26000 ლარს 3000 ლარი დაემატება.

შესაძლებელია, რომ საცხოვრებელი ფართის შესყიდვა განხორციელდეს დევნილისა და სამინისტროს თანადაფინანსებით.

საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის სამთვიანი ვადა ეძლევათ.

დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს უნდა ჩაუტარდეს აუდიტორული შეფასება საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლოა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი ფართის მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე დევნილი ოჯახებისათვის განაცხადების მიღება დაიწყო
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
ბორჯომში 64  დევნილ ოჯახს ბინას გადასცემენ
აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახი დევნილთა სამინისტროსგან დაფინანსებას ელოდება
საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი
ახალციხეში მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი გამოიძებნა
ბორჯომში დევნილებს ბინებს უნაწილებენ