FM97.5 / LIVE

‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.01.2020
ის ეროვნული ფოლკლორის სიამაყე და უთვალავი ისტორიის წყაროა. დღეს ყველაზე ცოცხალი სახით სომხეთის მაღალმთიანეთშია შემორჩენილი, თუმცა მთელ მსოფლიოში, სადაც კი სომხური თემია, „ქოჩარი“ აუცილებლად ახსოვთ. მათ შორის, სამცხე-ჯავახეთშიც - „ახალციხის ცეკვის ანსამბლის“ რეპერტუარში მთავარი ცეკვა სწორედ „ქოჩარია“.

‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

„ქოჩარი“, რაც სომხურად მამაც ადამიანს ნიშნავს, თავდაპირველად საბრძოლო ცეკვა ყოფილა და ჯერ კიდევ იმ დროს შექმნილა, ადამიანები მზეს, ბუნებასა და ცხოველებს რომ ეთაყვანებოდნენ. სომხური წყაროების მიხედვით, ამ ცეკვას ორი ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და ის თავის ფესვებს უძველესი ანატოლიის იმ რეგიონებიდან იღებს, რომლებიც დღეს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაა. 1945 წელს, სომხებს „ქოჩარი“ ბერლინში, რაიხსტაგის კედლებთან უცეკვიათ. 2017 წელს კი ეს უძველესი ფოლკლორული ცეკვა იუნესკომ არამატერიალური კულტურული ძეგლების სიაში შეიტანა.

„ქოჩარი“ უცვლელი ნომერია „ახალციხის ცეკვის ანსამბლის“ კონცერტებზე. ანსამბლი, 2017 წლის ოქტომბერში, ახალციხის სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვრის, მამა ჰაკობის მხარდაჭერით შეიქმა. გუნდი, რომელშიც დღეისთვის 20 მოცეკვავეა, დაფინანსების ნაწილს სულიერი ხელმძღვანელისგან, ნაწილს ახალციხის სომხური თემისგან, ნაწილს კი სხვა შემომწირველებისგან იღებს.

ანსამბლი ყოველ წელს გალა კონცერტს მართავს ახალციხის თეატრში. შარშან კი პირველად მიიღეს მოწვევა ევროპიდან – პოლონეთში ვარშავაში გამართულ ფესტივალზე იცეკვეს. შემდეგ, ოთხი დღით სომხეთშიც გაემგზავრნენ. წელსაც აქვთ ახალი შემოთავაზებები, იდეები, თუმცა მათი განხორციელება ისევ და ისევ ფინანსებზეა დამოკიდებული.

„ვცეკვავთ ეროვნულ ცეკვებს, ძირითადად „კარნო“ ცეკვის ტიპს. ვცდილობთ ასევე შევიტანოთ ახალი ელემენტები, მაგრამ არ გვინდა ხალხურის დაკარგვა. ამისათვის ჩვენს ყოველ კონცერტზე „ქოჩარი“ არის და იქნება. „ქოჩ“ „გოჩ“ „ღოჩ“ ფესვი უძველესი დროიდან მომდინარეობს და უკავშირდება ვერძის ბრძოლას. ქოჩარის სახეობის რაოდენობრივი განსაზღვრა არ არსებობს. სომხეთის თითოეულ რეგიონს და პროვინციას აქვს თავისი ტანსაცმელი და ცეკვები. ცეკვა გამოხატავს სხვადასხვა ტერიტორიული უბნის ცხოვრების, ადათების, კულტურული ფასეულობებისა და ტრადიციების მახასიათებლებს. ყოველ ნაბიჯს, ყოველ ხმას აქვს გარკვეული მნიშვნელობა და ასახავს სომხეთის ისტორიას. ჩვენს რეგიონში ძირითადად გავრცელებულია „კარნო კოჩარი“, „გიოვნდ ვერვერი“, „ფაფური“ და „იარხუშტა““, – გვიყვება ცეკვის მასწავლებელი, ვერონიკა ჰამბარიანი.

ცეკვა, რომელიც ველური ვერძის სხეულის მოძრაობებს იმეორებს, დრამის, ზურნის და დუდუკის თანხლებით სრულდება. „ქოჩარს“ ძირითადად საყოველთაო ზეიმების, ოჯახური დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების დროს ცეკვავენ. წრეში მდგარი მოცეკვავეები ან ხელს სჭიდებენ, ან მკლავებს ჰხვევენ ერთმანეთს ისე, რომ ერთმანეთის მხარს ეხებოდნენ. როდესაც ცეკვის ელემენტები იცვლება, ამას მოცეკვავეებს შარფის ფრიალითა და შეძახილით ლიდერი ანიშნებს. სომხურ თემში „ქოჩარს“ აუცილებლად „ტარაზით“ ცეკვავენ. „ტარაზი“ სომხური ეროვნული სამოსია და მისი თითოეული დეტალი, ფერი თუ ნაქარგი სომხურ ტრადიციებსა და კულტურას უკავშირდება.

„ქოჩარი“ ოდესღაც ხანშიშესული კაცების ცეკვა ყოფილა, თუმცა უკვე დიდი ხანია მას გენდერული და ასაკობრივი შეზღუდვა აღარ აქვს. „ქოჩარი“, რომელიც დღეს ყველაზე უკეთ სომხეთის მაღალმთიანეთმა შემოინახა, ყველასია – მას ქალი, კაცი, დიდი თუ პატარა ერთად ცეკვავს.



[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბულვარში "აკრძალული" ცეკვა
ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]
„ახალციხის ციხეზე“ ქართული ცეკვის  ფესტივალი გაიმართა
სომხური სამოციქულო ეკლესია 'ვარდავარის'დღესასწაულს ზეიმობს
ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა
ანსამბლი ‘მესხეთი’ პოლონეთში კონცერტს გამართავს
სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]