FM97.5 / LIVE

კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო

მთავარი 18.06.2012
ახალციხის სამუსიკო სკოლაში დღეს კომპოზიტორ კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო

ახალციხის სამუსიკო სკოლაში ქართველი კომპოზიტორების საღამოები ყოველწლიურად იმართება. სკოლის მოსწავლეებმა ამჯერად კომპოზიტორ კახა ცაბაძის ნაწარმოებები შეასრულეს.

- ”ეს მხარე ხომ საქართველოს გულია. ქართული სული აქ რომ ტრიალებს, ისე ალბათ ბევრი სხვა მხარე ვერ დაიკვეხნის. ამ ბავშვებმა ძალიან ბევრი რამ დამანახეს, რაც თითქოს ბოლომდე მე არ ჩამიდია ჩემს ნაწარმოებში და ეს პედაგოგების დამსახურებაა” , - ამბობს საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე და ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი, კომპოზიტორი კახა ცაბაძე.

სამუსიკო სკოლას ქართველი კომპოზიტორები ხშირად სტუმრობენ. მაისში მოსწავლეებმა კომპოზიტორ ჯემალ ადამაშვილის შემოქმედებითი საღამო გამართეს.

- ”მსგავს საღამოებს ძალიან ხშირად ვატარებთ, ბატონი კახა ჩვენთან სტუმრად უკვე მესამედ არის. გარდა ამისა, ჩვენ მოწვეული გვყავდა ისეთი ქართველი კომპოზიტორები, როგორებიც არიან რუსუდან ხორავა, ელიზბარ ლონდარიძე, ვაჟა აზარაშვილი და ჩვენმა მოსწავლეებმა მათი შემოქმედებითი საღამოები წარმოადგინეს” , - ამბობს ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი.

დღევანდელ საღამოზე რადენიმე სიმღერა კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის შემოქმედებიდანაც შესრულდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო ასპინძაში
ახალციხეში კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა [ფოტო]
ასპინძის სამუსიკო სკოლას კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი  ესტუმრა
ახალციხელმა მოსწავლეებმა ქართველი მეფეები 'გააცოცხლეს'
ახალციხის სამუსიკო სკოლაში 60 წლის იუბილე იზეიმეს
ახალციხეში კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება
ბორჯომის პარკში კლასიკური მუსიკის საღამოები იმართება