FM97.5 / LIVE

სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას აპროტესტებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.01.2020
ბორჯომში, სოფელ სადგერში ელექტროგადამცემი ხაზის „ცემი–1 ის“ რეაბილიტაციას ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ „ენერგო–პრო ჯორჯია“ ხაზის სიმძლავრეს ზრდის, რაც მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას აპროტესტებენ

სადგერში ამბობენ, რომ „ენერგო–პრო ჯორჯიამ“ სოფლის მიმდებარედ არსებული ანძების შეცვლა, გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მათი თქმით, კომპანია ძველის ნაცვლად ახალ ანძებს ამონტაჟებს, შესაბამისად იზრდება სიმძლავრეც. სამუშაოები კი ისე დაიწყეს, რომ მოსახლეობა არ გააფრთხილეს.

„სამომავლოდ, როგორც კურორტი სადგერი, ტბა და ლიბანი ფაქტობრივად კვდება და განადგურდება. ეს ანძები იმისთვის კეთდება, რომ 35 000 ნაცვლად 110 000 კილოვატმა გაიაროს. ეს კი მოსახლეობას დააზარალებს“, – ამბობს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ანძებში მაღალი ძაბვის გასვლის შემდეგ, ნაკვეთებს ვეღარ გამოიყენებენ, სამომავლოდ კი აქ სახლები უნდა ააშენონ.

„მე არ მსურს მაღალი ძაბვის სადენები ჩემს ნაკვეთში და არ ჩავადგმევინებ. ისედაც მცირემიწიანი სოფელია არაფერი გაგვაჩნია ამის მეტი. თუ მაღალი ძაბვა გაივლის ფაქტობრივად, 36 მეასედს დავკარგავ“,–ამბობს სოფელ სადგერში მცხოვრები ნათელა ტაბატაძე.

სადგერში ამბობენ, რომ მათი პროტესტის შემდეგ, „ენერგო–პრო ჯორჯიამ“ სამუშაოები შეაჩერა და სხვა ლოკაციაზე გადავიდა.

„რამდენჯერმე იყვნენ „ენერგო–პრო ჯორჯიადან“ მოსულები მოლაპარაკებაზე ვერ შევთანხმდით, ჩვენი სათქმელი ვუთხარით და წავიდნენ“, – ამბობს ადგილობრივი ჯემალი შოთაშვილი.

მოსახელეობაში გავრცელებულ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯიაში“ უარყოფენ. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ელექტროგადამცემი ხაზის სიმძლავრე არ იზრდება.

„ცემი 1–ის“ ხაზის გაორჯაჭვიანება ხდება. ეს არ გულისხმობს სიმძლავრის მომატებას. რეაბილიტაცია საჭირო გახდა იმიტომ, რომ ეს ხაზი ამარაგებს ბაკურიანსაც და როგორც იცით 2023 წლისთვის ოლიმპიადაც იგეგმება კურორტზე, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვანახლებთ ხაზებს, უფრო გამძლე და ხარისხიანი რომ იყოს, რათა პრობლემა არ შეიქმნას ტურისტულ ზონაში“, – ამბობს „ენეგრო–პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავთანდილ დვალიშვილი.

დღეს, 21 იანვარს სოფლის მოსახლეობას კომპანიის თანამშრომლები შეხვდნენ. ადგილობრივებმა „ენერგო–პრო ჯორჯიას“ თავიანთი მოთხოვნები წაუყენეს – გადაუხადონ კონპენსაცია, ან სხვა ადგილზე გადაიტანონ ანძები.

„ჩვენთან ნაკვეთები ძვირია, ვუთხარით 1კვ. მეტრი 30 დოლარი ღირს და თქვენ 20 მაინც გადაგვიხადეთო. სხვა პირობებს ჩვენ არ დავთანხმდებით. არ მივცემთ სამუშაოების გაგრძელების უფლებას“, – აცხადებენ ადგილობრივები.

სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ კომპანიას სიცრუეში შეჰყავს მოსახლეობა.

„ენერგო–პრო ჯორჯია ახლა იძახის, რომ არ გაიზრდება და 35 000 დარჩება სიმძლავრე, მაგრამ სამომავლოდ 110 000–მდე უნდა გაზარდონ, იმიტომ დაიწყეს ყველაფრის შეცვლა, რომ ბაკურიანს არ ყოფნის მიწოდებული სიმძლავრე. ისევ ის სიმძლავრე, რომ დატოვონ მოსახლეობას პრობლემა არ ექნება“, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

ავთანდილ დვალიშვილი ამბობს, რომ ეს პროექტი ქვეყნისთვის და ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„კერძო კომპანიამ გამოყო თანხა, იმისთვის, რომ შიცვალოს ახლით. ეს ქვეყნისთვის და ტურიზმისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მივალთ და იმდენჯერ ავუხსნით მოსახლეობას, რამდენჯერაც საჭირო იქნება. ეს პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, – ამბობს ავთანდილ დვალიშვილი.

მისი თქმით, „ენერგო–პრო ჯორჯიამ“ 3 500 000 ლარი გამოყო ელექტროგადამცემი ხაზების „ცემი 1“–ის, „ცემი 2“–ის, და „ცემი 3“–ის რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციისთვის.

კომპანიაში განმარტავენ, რომ „ცემი 1“–ის რეკონსტრუქცია 2020 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც დაიწყება „ცემი 2“–ის სამუშაოები.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ თუ შეთანხმება არ მოხდება, სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.

სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას აპროტესტებენ

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


16.07.2020 ახალციხელი მოსწავლეების მიერ შექმნილი აპლიკაცია GOGEOGO ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშია

16.07.2020 ‘აგვისტოში 1 500-მდე ვაკანსია გამოცხადდება’ - მასწავლებელთა ეროვნული ცენტრი

16.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ბიოლოგიაში აბარებენ

16.07.2020 სოფიო გორგოძე ახალციხეში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 ‘ორ დღეს ვაძლევ ვაჟა ჩიტაშვილს რომ თავისი ფარები მოაშოროს’ - ბესიკ ამირანაშვილი [ვიდეო]

14.07.2020 ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტიდან’ 10 000 ლარამდე გახარჯა

14.07.2020 4 დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი

14.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განთავსდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შეხვედრა 'მცირე შელაპარაკებით'
ვალიდან "ენერგო–პრო–ჯორჯიას" ზარალის ანაზღაურების მიზნით მიმართეს
'ენერგო–პრო ჯორჯიამ' უამინდობის გამო 430 000 ლარის ზარალი მიიღო
უამინდობის გამო 'ენერგო–პრო ჯორჯიამ' ახალციხეში დაგეგმილი სამუშაოები გადადო

რატომ ითიშება შუქი ხშირად
„ენერგო-პრო ჯორჯია“ ბორჯომში მასშტაბურ სარეაბილიაციო სამუშაოებს აწარმოებს