FM97.5 / LIVE

ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 21.01.2020
ზამთრობით აქ თურმე ორ მეტრამდე დებდა, ახლა კი თოვლი მხოლოდ მთის ფერდობებზეღა მოჩანს, თეთრ ლაქებად. ოდესღაც ზამთრის ქარბუქიანი სოფელი, ბოლო წლებია, მხოლოდ ქარიანად იქცა. ქიქინეთში დრომ მხოლოდ ერთი რამ ვერ შეცვალა - პრობლემები, რომლებიც აქ ყველას თანაბრად აწუხებს.

ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

სოფლამდე მისასვლელი გზა აქაურებისთვის ყველა დროის გადაუჭრელი პრობლემაა, სოფლის დაცარიელების მთავარ მიზეზადაც, აქაურებს, სწორედ უგზოობა მიაჩნიათ.

ამით იწყებს ჩვენთან საუბარს სოფლის მკვიდრი, ჯუმბერ სურმანიძე. ამბობს, რომ ყველაზე მეტად სწორედ სოფლის დაცლა ადარდებს და სიცილით ამატებს, რომ შვიდი შვილიც სწორედ ამიტომ ჰყავს.

„მაგრამ ეს არაა მთავარი. ბავშვებს მომავალი უნდათ. უნდათ რომ განათლება მიიღონ. სპორტით, კულტურით დაკავდნენ. სოფელში არ გვაქვს ნორმალური სტადიონი. ბავშვები მეზობელ სოფელში დაგვყავს სკოლაშიც, ცეკვაზეც. ტრანსპორტიც არ არის. გზები საშინელია, ახალ თაობას მეტი კომფორტი სჭირდება“, - გვეუბნება ჯუმბერი და ამატებს, - „ეს ყველაფერი იმის გამო არ გვაქვს რომ ცოტანი ვართ, ცოტა კი იმიტომ ვართ, რომ არაფერი გვაქვს, რის გამოც აქ ახალგაზრდები დარჩებიან“.

ვალოდია დათაშვილი სოფლის ერთ-ერთი უხუცესია. როცა სოფლის შესახებ ვეკითხები, არც კი ფიქრდება, ისე მპასუხობს რომ დანგრეული გზა, სოფლის უპირველესი სადარდებელია, - „წამალი რომ დაგჭირდეს ადამიანს კილომეტრები უნდა იარო დანგრეულ გზაზე. აქ სასწრაფოც გვიან მოდის“.
ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]
ვალოდია დათაშვილი

81 წლის ვალოდია გვიყვება, რომ სოფელს კიდევ ბევრი რამ უჭირს, - „დასალევი წყალი გვაქვს, მაგრამ ცოტა მოდის. ხან სულ არა. ზამთრობით ხშირად იყინება. მოსავალიც ბევრი ვერ მოგვყავს, არც სარწყავი წყალი გვაქვს საკმარისი“.

სოფელში არც ბუნებრივი აირი აქვთ, თუმცა ეს პრობლემების რიგში ნაკლებად აქტუალურია. „რაც მახსოვს, ყოველი არჩევნების წინ მოდიან და გვპირდებიან. დაპირებები იცოცხლე, მაგრამ მერე ყველას ვავიწყდებით. 10 წელზე მეტია გვპირდებიან გაზს, გზის გაკეთებას, მაგრამ პატრონი არავინაა. სოფელიც იცლება. ასე გვარდება ჩვენი პრობლემები“, - ამბობს ვალოდია.

ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]
ციალა ართმელაძე

დიდთოვლიან ზამთარს იხსენებს ადგილობრივი ციალა ართმელაძე, ხუმრობს, ბოლო წლებია ჩვენზე მხოლოდ ბუნება ზრუნავსო, - „ორმეტრიანი თოვლი მოდიოდა, სასწრაფოსაც უჭირდა ამოსვლა. ვერც ჩვენ მივდიოდით ვერსად. ახლა უკეთესობისკენ შეიცვალა ყველაფერი, გზები აღარ იკეტება მაგრამ რა? ახლა მანქანა თუ არ გყავს და ავად გახდი, რომ მოკვდები მერე მოვა სასწრაფო. მთის ხალხს ყურადღებას არავინ აქცევს. ბუნებამ ყველაფერი მისცა ამ სოფელს, რომ გაიზარდოს. მაგრამ პირიქით ხდება“.

ლაშა სურმანიძე მეცხრე კლასის მოსწავლეა. ქიქინეთის ოთხკლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა მეზობელ სოფელში, ანში გააგრძელა. წვიმა და თოვლი არ უყვარს, რადგან ორკილომეტრიანი გზა, რომელიც სკოლამდე ყოველდღე ორჯერ ფეხით უნდა გაიაროს, ტალახდება. „აბა, ტალახი რა საყვარელია,“ - გვეუბნება ლაშა და იხსენებს, რომ ზოგჯერ ეს ტალახიანი გზა სახიფათოც ხდება. ერთხელ, ნისლიან ამინდში, თანაკლასელებთან ერთდ სკოლაში მიმავალს, გზაზე მგელი დაუნახავს. ამ დღეს სკოლის გაცდენა მოუწიათ, რადგან შეშინებულებს გზა ვეღარ გაუგრძელებიათ და უკან დაბრუნებულან. ამ ამბის შემდეგ აღარც ნისლიანი ამინდები უყვარს.

ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]
ლაშა სურმანიძე

რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ გვიმხელს, რომ თოვლი და წვიმა უფრო იმის გამო არ უყვარს, ფეხბურთის ერთადერთი სტადიონიც რომ ტალახდება. აღმოჩნდა, რომ ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვარს, თუმცა სტადიონზე თამაში მზიან ამინდშიც რთულია.

სოფელში 700 სულამდე პირუტყვი ჰყავთ. მათი საძოვრები კი სტადიონის ტერიტორიასაც მოიცავს. „მოედანზე სულ საქონლის ნაკელებია, მაგრამ მაინც ვთამაშობთ, მთავარია ამინდები იყოს“. - რამდენი ხართ სოფელში, ვისაც ფეხბურთი გიყვართ, ვეკითხები. - ასე ხუთი ექვსი ბიჭი. - ამბობს და სიცილით ამატებს, რომ დიდ სტადიონს, ქვებით მონიშნული კარებით, მინი სტადიონად აქცევენ ხოლმე. თუ ფეხბურთის მოყვარული ბიჭებიდან რამდენიმეს არ სცალია, მატჩი ვერ შედგება, ეს კი ლაშას თოვლსა და წვიმაზე მეტად არ უყვარს.



აქაურები მომავალს მაინც იმედიანად უყურებენ, რადგან პრობლემების გარდა სოფელს ბევრი სიმდიდრეც აქვს და მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა:
ქიქინეთს მთებიდან XVI საუკუნის „თამარის ციხის“ სვეტი გადმოჰყურებს; სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები; აქვთ ახლად აშენებული მართლმადიდებლური ეკლესია და მეცხრამეტე საუკუნის მეჩეთი, რომელიც მუსლიმების გადასახლების შემდეგ უფუნქციოა.

ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]
რეზიკო კეღოშვილი

ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]
მეჩეთი

[რობი ზარიძე, ზურა სულაბერიძე, ადიგენი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
სამი წყაროს იმედად

სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
მოსაწყენი ყოველდღიურობა ხანჩალში
”გზაც ისეთია, სასწრაფო ვიდრე ამოვა, ადამიანი კვდება”
კარწახში ყოველი დილა წყლის ზიდვით იწყება