FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ხელფასი 12 სოცმუშაკს გაეზრდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.01.2020
სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში 11 სოციალურ მუშაკს და ერთ უფროს სოციალურ მუშაკს ანაზღაურება 1200 და 1400 ლარამდე გაეზრდება.

სამცხე–ჯავახეთში ხელფასი 12 სოცმუშაკს გაეზრდება

როგორც, სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, გაზრდილი ანაზღაურება ჯერ არ მიუღიათ და მოლოდინის რეჟიმში არიან.

„როგორც ვიცით სოცმუშაკებს 1200 ლარამდე გაეზრდებათ ხელფასი, ამ ეტაპზე არ დარიცხულა, როცა დაირიცხება შემდეგ ზუსტად გვეცოდინება ვის რამდენით მოემატება“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით გოგალაძე.

ამ დროისათვის, სამცხე–ჯავახეთის ექვს მუიციპალიტეტში 11 სოცმუშაკი და ერთი უფროსი სოცმუშაკია. როგორც სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარე წელს კიდევ ერთი სოცალური მუშაკის დამატება იგეგმება.

„წესით კიდევ ერთი ადგილი გვაქვს ბორჯომში, სადაც იგეგმება სოციალური მუშაკის დამატება, მაგრამ ზუსტად ჯერ არ ვიცით როდისთვის მოხდება“, – ამობობს დავით გოგალაძე.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განმარტებით 2025 წლამდე სოცმუშაკებს ხელფასები გაუორმაგდებათ.

სოცმუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის რვა თებერვალს დაიწყეს. ისინი ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურების გაზრდასა და სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. გაფიცულებს სამცხე–ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ.

სოცმუშაკებისთვის ხელფასის მომატებაზე, გასული წლის მარტში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ისაუბრა. მან განმარტა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 50 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგები დაემატებოდა. ხელფასი კი 2020 წელს 1 200 ლარამდე გაიზრდებოდა, ხოლო 2022 წელს - 1 500 ლარს მიაღწევდა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოცმუშაკებს იანვრიდან ხელფასები ეზრდებათ
'სოციალურ მუშაკებს ხელფასები გაეზრდებათ' – თამარ ბარკალაია
‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება
სოციალური მუშაკები ახალციხში, ხვალიდან, 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან
სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
‘ხშირად ჩვენი ხარჯით გვიწევს ბენეფიციართან მისვლა’ – სოციალური მუშაკი ახალციხიდან