FM97.5 / LIVE

აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.01.2020
სოფელში არსებულ პრობლემებზე გორელოვკაში მცხოვრები მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებს, ნინოწმინდის მერიის შენობაში ხვდება. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულია.

აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

გორელოვკელები ნინოწმინდის მერს, ანივარდ მოსოიანს, ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს და სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულს ესაუბრებიან.

გორელოვკაში პროტესტი დღეს, 20 იანვარს დილით სოფლის ცენტრში დაიწყო, შემდეგ კი ადგილობრივებმა საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. გზაზე მოძრაობა ორი საათის განმავლობაში იყო შეზღუდული.

აქცია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლის შემდეგ დაიშალა. სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს სოფლის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

გორელოვკაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სუმბატ კიურეღიანსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება სასმელი წყლის განაწილების გამო, 16 იანვარს დაიწყო. სოფელში აბობენ, რომ კიურეღიანებს ცენტრალურ სისტემაზე მილი აქვთ დაერთებული და წყლის დიდი ნაწილი მათ ფერმაში მიდის. სიტყვიერი დაპირისპირება კიურეღიანებსა და ჩაფინიანებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგადაც დაშავდა ორი პირი. სუმბატ კიურეღიანის განცხადებით მის ძმის შვილს შავში "ლაფატკა" აქვს ჩარტყმული. მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 126–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში სასმელი წყლის და საძოვრების პრობლემა ყველას აწუხებს, რადგან სოფლის გარშემო მდებარე მიწების დიდი ნაწილი, რამდენიმე პირის მფლობელობაშია. მათი თქმით, სოფელში ნაკვეთების დიდ რაოდენობას ფლობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, სოფლის დეპუტატი ასკანაზ მარკოსიანი, ასევე მერის წარმომადგენელი გორელოვკაში ლევონ არაქეილიანი.

ადგილობრივები ხელისუფლებას ამ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სთხოვს, სწორედ ამიტომ გაიმართა დღევანდელი აქციაც.

„სოფელში მხოლოდ 4–5 კაცი ცხოვრობს კარგად, ვეხვეწებით რომ წყალი მოგვცენ. მიწები წაგვართვეს, ჩემი ცოლი სკოლაში მუშაობს და აქ რომ ვდგავარ მეშინია სამსახური არ დაკარგოს. ახლა მიწასთან ერთად უნდათ, რომ წყალი წაგვართვან, მარტო ჰაერი გვრჩება და ესეც წაგვართვან მაშინ. ამბობენ, რომ საქართველოში კორუფცია არ არისო, ჩვენთან ყველაზე მეტი კორუფციაა“, – აცხადებს ერთ–ერთი ადგილობრივი.

მათი თქმით, ადგილობრივი ჩინოვნიკები მიწის ნაკვეთებს და საძოვრებს მწყემსებზე აქირავებენ.

დღეს სოფელში აქციის მონაწილეებთან არ მისულა საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი.

[sknews.ge]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
გორელოვკაში ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივებმა იჩხუბეს - არიან დაშავებულები
გორელოვკაში ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან
ბესიკ ამირანაშვილი აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებას სთავაზობს