FM97.5 / LIVE

ბესიკ ამირანაშვილი აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებას სთავაზობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.01.2020
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულთან და დეპუტატ ენზელ მკოიანთან საუბრის შემდეგ ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს. მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს დაპირდა, რომ პირველ რიგში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებს, ასევე დაინტერესდება საძოვრების საკითხითაც.

ბესიკ ამირანაშვილი აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებას სთავაზობს

ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, სოფელ გორელოვკაში არსებული წყლის პრობლემის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

აქციის მონაწილეებს გუბერნატორმა უთხრა, რომ გამოყონ 10 კაცი და სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბარი ნინოწმინდის მერიაში გააგრძელონ.

„ცენტრალურ მაგისტრალზე არის უკანონო დაერთებები, ამის გამო მათ გამოთქვეს პროტესტი. დავპირდი, რომ ცენტრალურ ქსელზე ნებისმიერი დაერთება, რომელიც არსებობს, ყველა იქნება ჩაჭრილი, მოსახლეობას თანაბრად მიეწოდება წყალი. ასევე გაზაფხულიდან, როგორც კი ამინდი მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენ ალტერნატიული საშუალებების მოძიებას დავიწყებთ, რომ ცენტრალურ ავზს დაემატოს ქსელი“, – განაცხადა აქციის მონაწილეებთან გუბერნატორმა.

რაც შეეხება საძოვრების საკითხს, ამირანაშვილი აცხადებს, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სოფელში არსებულ ვითარებას შეისწავლის: "ნებისმიერი უკანონო ფლობა აღკვეთილი იქნება, მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ჩვენი ხელისუფლებისთვის არ არსებობს პრივილეგირებული საკრებულოს თავმჯდომარეები და გუბერნატორები, შესაბამისად გუშინდელი განცხადებები, რომ მათ წყალს არ აძლევენ, ეს არ არის რეალური, ხვალვე მოხდება ცენტრალური მაგისტრალის გათავისუფლება და ყველას თანაბარ პირობებში მიეწოდება წყალი".

აქციის მონაწილეებთან დღეს არ მისულა ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი. გორელოვკელები უკვე წავიდნენ ნინოწმინდის მერიაში, მოსალაპარაკებლად.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან
‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა
გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან
გორელოვკაში ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
გორელოვკაში აქციის მონაწილეები პოლიციის მისვლის შემდეგ დაიშალნენ