FM97.5 / LIVE

ვახტანგ რობაქიძის მიმართ, პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 20.01.2020
„ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე მუქარასა და შეურაცხყოფაში ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძის მიმართ, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, გამოძიება დაიწყო. ადვოკატმა უწყებას რობაქიძის დაკავებიდან ხუთი დღის შემდეგ მიმართა.

ვახტანგ რობაქიძის მიმართ, პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

როგორც უწყებაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან/და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

„მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“ - გვითხრეს სახელმწიფო ინსპექტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ვახტანგ რობაქიძის ადვოკატის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორს 18 იანვარს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებიდან მეხუთე დღეს მიმართა: „როგორც კი ჩავერთე, იმავე დღეს მივმართე. მანამდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს იმის უფლებაც არ მისცეს, რომ ადვოკატი აეყვანა. მისი ყველა უფლება დაარღვიეს“.

მისი თქმით, ძალადობა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დღესვე მოხდა და ამ დროს დეპუტატი, ანრი ოხანაშვილიც იქ იმყოფებოდა.

„14–ში დაკავების შემდეგ, როცა გადაიყვანეს განყოფილებაში, მაშინ განხორციელდა ძალადობა. დოკუმენტებით დასტურდება რომ ამ დროს ოხანაშვილიც იქ იმყოფებოდა. ოხანაშვილი განყოფილებაში გადაიყვანეს დახლოებით 22:00 საათზე და გამოკითხვა დასრულდა 01:05 -ზე. რობაქიძე კი განყოფილებაში მიყვანილია 20:00-ზე და კაპეზეში გადაყვანილია 3:00-ზე. სწორედ ამ პერიოდში მოხდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება“.

დაკავებულის ადვოკატმა გუშინ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ, რობაქიძეს დაკავების შემდეგ პოლიციაში სცემეს: „მუცლის არეში აქვს დაზიანებები და მათ შორის ტკივილი. ხუთი დღის უჭმელია ბატონო მოსამართლე, საერთოდ ვერ ჭამდა ტკივილისგან. მიუხედავად მოთხოვნისა, არ გამოიძახეს სასწრაფო და არ გადაიყვანეს გამოსაკვლევად, არ ჩაუტარდა შემოწმება“.

15 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც სამდღიანი პატიმრობა შეუფარდეს, რობაქიძეს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე არ უსაუბრია.

ვახტანგ რობაქიძესა და „ოცნების“ დეპუტატს ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს, ბაკურიანში მოხდა. დეპუტატმა განაცხადა, რომ მას რობაქიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა იმავე დღეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ახალციხის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ, მარიკა ჩიტაშვილმა სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის ვადის გასვლისთანავე შსს–მ რობაქძე სსკ-ს 151 და 239 მუხლებით დააკავა, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს. გუშინ 19 იანვარს გამართულ პროცესზე რობაქიძეს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გირაოს სახით, 7 000 ლარის გადახდა დააკისრა. დაკავებულმა ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი იმავე დღეს დატოვა.

საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს ჩაინიშნა.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2020 საქართველოში ორი დღის განმავლობაში წვიმაა ნავარაუდევი

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვახტანგ რობაქიძე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს ექსპერტიზის ბიუროში შეამოწმეს
'რობაქიძეს პოლიციაში სცემეს, ტკივილების გამო 5 დღის უჭმელია' – ადვოკატი
დეპუტატის შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე თავისუფალია
ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული პატიმრობაში რჩება
დეპუტატის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვახტანგ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა
‘ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ქვეყნის მოღალატეა’ - რობაქიძე 'ოცნების' დეპუტატთან მომხდარ ინციდენტზე
რუსთავი 2: ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე თავდასხმა მოხდა