FM97.5 / LIVE

აბასთუმანში სახელმწიფოს მიერ აუქციონზე გატანილ ნაკვეთს ყადაღა დაედო

მთავარისიახლე, სამართალი 17.01.2020
სოფელ აბასთუმანში მცხოვრები მარინა კბილაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფომ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა, მისი მარწმუნებლის საკუთრებაა და დათმობას არ აპირებს. ალექსანდრე პაპაშვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

აბასთუმანში სახელმწიფოს მიერ აუქციონზე გატანილ ნაკვეთს ყადაღა დაედო

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, დაბა აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 5 684 კვ.მ მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 2019 წლის 19 დეკემბერს გაიტანა. საწყისი ფასი 427 000 ლარი იყო.

მარინე კბილაშვილის ადვოკატი, ალექსანდრე პაპაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ მისმა მარწმუნებელმა ნაკვეთის გასხვისების შესახებ მაშინ გაიგო, რაც სახელმწიფომ ტერიტორიის საპრივატიზაციოდ მომზადება დაიწყო.

„ნაკვეთი საპრივატიზაციოდ იყო მომზადებული. პრეტენზიების წარდგენა უკვე დაგვიანებული იყო, ამიტომ მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა, მიგვემართა სასამართლოსთვის, რომ აუქციონი შეჩერებულიყო“, – განმარტავს პაპაშვილი.

ადვოკატის თქმით, სადავო ტერიტორიაზე წლების განმავლობაში სახერხი საამქრო ფუნქციონირებდა, ტერიტორია კი ფირმა „კირიონის“ საკუთრება იყო.

„ფირმა აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ მისი სამართალმემკვიდრე მარინე კბილაშვილია. შესაბამისად ფირმის საკუთრება სამართალმემკვიდრეს უნდა გადაეცეს. 1995 წლის აბასთუმნის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფირმა „კირიონის“ საკუთრება რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ 10 000 კვ.მ მიწაა, მათ შორის ის ნაკვეთიც, რომელიც სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა. ამ ეტაპზე ჯერ 1 500 კვ.მეტრზე გვაქვს შეტანილი განაცხადი საჯარო რეესტრში“.

ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, შეიძლებოდა ამ საკითხის სასამართლო დავის გარეშე გადაწყვეტაც: „სადავო არაფერი იქნებოდა, უფრო ადრე რომ დაგვეწყო პროცედურები და საჯარო რეესტრაც დროულად რომ მიეღო ჩვენი განცხადება, სანამ აუქციონი დაიწყებოდა, სასამართლო დავა არ გახდებოდა საჭირო“.

მისი თქმით, იმ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განაცხადი უკვე გაგზავნილი აქვს საჯარო რეესტრში, საპრობლემო არაფერია და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა მის მარწმუნებელს. ხოლო აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობას სასამართლო გადაწყვეტს.

„როგორც კი დავამტკიცებთ, რომ ფირმა „კირიონი“ ნამდვილად ფლობდა აღნიშნულ ნაკვეთს, ისიც დადგინდება, რომ ფირმის სამართალმემკვიდრე ნამდვილად ჩემი მარწმუნებელია, ეს ნაკვეთიც მის საკუთრებაში გადავა“, – განმარტავს პაპაშვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ საქმეს ძველი დოკუმენტები ართულებს: „ძველ დოკუმენტებში ეწერა მხოლოდ სახელის პირველი ასო და გვარი, საჯარო რეესტრში კი რთულდება იმის დამტკიცება რომ ეს ნამდვილად ის პიროვნებაა, თუმცა სასამართლოს გზით ამას დავამტკიცებთ და საპრობლემოც არაფერი იქნება“.

„სამხრეთის კარიბჭე“ საქმესთან დაკავშირებით მოპასუხე მხარეს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსაც დაუკავშირდა. პასუხს მესამე დღეა ველოდებით.

სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული არაა. ადვოკატის თქმით, თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

[რობი ზარიძე, ადიგენი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახელმწიფო აბასთუმანში აუქციონზე სამ მიწის ნაკვეთს ყიდის
აბასთუმანში აუქციონზე სახელმწიფო კიდევ ერთ ნაკვეთს ჰყიდის
აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა
ბორჯომში აუქციონზე 3 ნაკვეთი 1 274 000 ლარად იყიდება
ახალციხის საკრებულო ქალაქ ვალეში მდებარე ნაკვეთს აუქციონზე ყიდის
სახელმწიფომ სამცხე–ჯავახეთიდან აუქციონზე 15 ობიექტი გაიტანა
ადვოკატის თქმით, სადავო მიწის საქმეზე ‘ოცნების’დეპუტატის სიმამრის მოწმეები ეჭვს იწვევს