FM97.5 / LIVE

სოცმუშაკებს იანვრიდან ხელფასები ეზრდებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.01.2020
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძის განცხადებით, სოციალურ მუშაკებს წელს ანაზღაურება 1 200 ლარამდე გაეზრდებათ. აღნიშნულ საკითხზე კილაძემ დღეს, 16 იანვარს სოცმუშაკებთან შეხვედრისას ისაუბრა.

სოცმუშაკებს იანვრიდან ხელფასები ეზრდებათ

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოციალურ მუშაკს ხელფასი 800 ლარი აქვს, ხოლო უფროს სოცმუშაკს – 1000. რეფორმის შემდეგ, მათი ხელფასები შესაბამისად 1200 და 1400 ლარამდე გაიზრდება.

„ვამატებთ სოციალურ მუშაკებს, ყველა სამინისტროს ფარგლებში და ყველაზე მეტად ხაზგასასმელია, წელს პირველად გვეყოლება ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში სოცმუშაკები“, – თქვა კილაძემ. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

მისი თქმით, 2025 წლის დადგომამდე ხელფასები სოცმუშაკებს გაუორმაგდებათ.

სოცმუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის რვა თებერვალს დაიწყეს. ისინი ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურების გაზრდასა და სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. გაფიცულებს სამცხე–ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ.

სოცმუშაკებისთვის ხელფასის მომატებაზე, გასული წლის მარტში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ისაუბრა. მან განმარტა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 50 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგები დაემატებოდა. ხელფასი კი 2020 წელს 1 200 ლარამდე გაიზრდებოდა, ხოლო 2022 წელს - 1 500 ლარს მიაღწევდა.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

04.04.2020 ახალციხის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ხელფასი 12 სოცმუშაკს გაეზრდება
'სოციალურ მუშაკებს ხელფასები გაეზრდებათ' – თამარ ბარკალაია
სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან
‘ხშირად ჩვენი ხარჯით გვიწევს ბენეფიციართან მისვლა’ – სოციალური მუშაკი ახალციხიდან
‘რაღაც გაურკვევლობა მოხდა’– სამცხე–ჯავახეთში მომუშავე სოცმუშაკები სამსახურში დაბრუნდნენ
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება