FM97.5 / LIVE

დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი დაჯარიმდნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 16.01.2020
საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ენზელ მკოიანსა და სამველ მანუკიანს ჯარიმა, დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დაეკისრათ.

დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი დაჯარიმდნენ

ენზელ მკოიანი დაჯარიმდა შემდეგი დარღვევების გამო:

საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა;
სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს;
შემოსავლების ნაწილში: სხვაობა შემოსავალში.

რაც შეეხება სამველ მანუკიანს, იგი დაჯარიმდა რადგან 1. დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება არ არის მითითებული 2. ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა 3. მის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ცდომილება 4. მისი და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურება არ არის მითითებული.

გარდა ამისა, საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ სამცხე–ჯავახეთში კიდევ 12 პირი დააჯარიმა, მათ შორის გუბერნატორის მოადგილე, ნინოწმინდის მერი, ადიგენის მერის მოადგილე და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი.

საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეებიდან ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული. უწყებაში აცხადებენ, რომ შეამოწმეს 596 თანამდებობის პირი, რომელთაგანაც 254 დააჯარიმეს, 75 კი გააფრთხილეს. მათივე თქმით, ერთი თანამდებობის პირის დეკლარაცია პროკურატურაში გადაიგზავნა.

[sknews.ge]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

17.01.2020 სოცმუშაკებს იანვრიდან ხელფასები ეზრდებათ

17.01.2020 ‘70 000 ლარის ზარალი მივიღეთ’ - ქიქინეთის ხანძრის შედეგები [ვიდეო]

17.01.2020 20 იანვრამდე საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვინ დაჯარიმდა სამცხე–ჯავახეთში ქონებრივ დეკლარაციებში არსებული დარღვევებისთვის
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე დეკლარაციაში ოჯახის შემოსავალს მალავს
TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც  კანონდაღვევაა’
გამჭვირვალობა: თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში მუშაობენ
ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სამცხე–ჯავახეთში, 3 თვეში 39 პირი დააკავეს
რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა
პარლამენტის 51 წევრს აქვს კავშირი ბიზნესთან და ფლობს წილს სამეწარმეო  სუბიექტებში – TI