FM97.5 / LIVE

რატომ აჭიანურებს ახალციხის მერია შშმ პირების დღის ცენტრისთვის შენობის გადაცემას

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.01.2020
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“, რომელიც ახალციხეში შშმ პირების მშობლებმა დააფუძნეს, დღის ცენტრის გახსნისთვის მერიას შენობის გადაცემას სამი თვეა სთხოვს. ორგანიზაციის დამფუძნებელი ამბობს რომ შენობის ფუნქციონირების დეტალური გეგმა მუნიციპალიტეტთან გადაგზავნილი აქვთ. მერი კი საპირისპიროს ამტკიცებს.

რატომ აჭიანურებს ახალციხის მერია შშმ პირების დღის ცენტრისთვის შენობის გადაცემას

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვეფხია დიაკონაშვილი ამბობს, რომ საბარგო სადგურზე, საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის გადაცემის მოთხოვნით, ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს 2019 წლის ოქტომბერში შეხვდა. მოგვიანებით კი მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილითაც მიმართა: „თვეზე მეტია გავუგზავნეთ წერილი, პასუხი კი დღემდე არ მიგვიღია“.

მუნიციპალიტეტის მერის გარდა, დიაკონაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით, მერის პირველ მოადგილესაც ესაუბრა: „ერთ-ერთ შეხვედრაზე შევხვდი, სადაც ვკითხე გურამ მელიქიძეს რა ხდებოდა შენობის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც აღმოჩნდა საქმის კურსში არ იყო, თუმცა დამპირდა რომ მოიკითხავდა. ამის შემდეგ არც მისგან მსმენია რაიმე.“

ვეფხიას განმარტებით, ორგანიზაციის მთავარი თხოვნა, საბარგო სადგურზე მდებარე, საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის სარგებლობაში გადაცემაა, ამის შემდეგ დაიწყებენ დონორებთან მოლაპარაკებასაც.

„მუნიციპალიეტეტის მერიაში დეტალური, 22 გვერდიანი პროექტიც გვაქვს გადაგზავნილი. გარდა ამისა, დიდი ადამიანური რესურსიც გვაქვს იმისთვის, რომ შენობის რეაბილიტაციაში ჩვენც აქტიურად ჩავერთოთ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ შენობას ამ ეტაპზე ვერ გადასცემენ, რადგან მათ დეტალური გეგმა არ აქვთ იმისა, თუ როგორ შეძლებენ შენობის გამოყენებას.

„შენობის სარგებლობაში გადაცემაზე ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. წარმოადგინონ გეგმა რის, როგორ გაკეთებას აპირებენ. ასე შენობას ვერ გადავცემთ. გამოითხოვეთ მათგანაც, აქვთ რაიმე დოკუმენტი?“

ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას მერიამ წერილზე პასუხი გაუგზავნა, თუმცა რა ეწერა მასში, არ გვიპასუხა: „დღეში ათობით წერილს ვამუშავებთ და ვაგზავნით, როგორ გითხრათ რა ეწერა იმ წერილში?“.

მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც გააკეთა.

„მუნიციპალიტეტის მერია მზად არის განიხილოს აღნიშნული საკითხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილი შენობა-ნაგებობა მნიშვნელოვნად საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აუცილებელია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციისა და განსახორციელებელი ინვესტიციის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა. მხარეებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გავლილი აქვთ“ - გვითხრეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ახალციხეში შშმ პირების მშობლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია 2016 წელს შექმნეს.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირთა მშობლები დღის ცენტრისთვის შენობის გამოყოფას ითხოვენ
ტუბ–დისპანსერის შენობაში სახურავის ნაწილი ჩამოინგრა
სვირში საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ახალციხის მერია მერიის შენობაში დარჩება
ადიგენის საბავშვო ბაღის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია
ვალეში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო
ზაზა მელიქიძე: ყოფილი მესაზღვრეების ტერიტორიის ნაწილი გადმოგვეცა