FM97.5 / LIVE

სად და რა ფასად შეგიძლიათ თხევად აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.01.2020
ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გაზის სისტემის ინსპექტირება სავალდებულო გახდა. ინსპექტირება მანქანებში განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის შემოწმებას გულისხმობს.

სად და რა ფასად შეგიძლიათ თხევად აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება

სამცხე-ჯავახეთში თხევად აირზე მანქანების ინსპექტირების ცენტრი არ არის. რეგიონიდან ყველაზე ახლოს მდებარე ცენტრი გორშია.

თხევად აირზე ბალონისა და სისტემის ინსპექტირება 200 ლარამდე ღირს. სისტემის შემოწმება სამ წელიწადში ერთხელ არის სავალდებულო, აირბალონის კი ხუთი წლის ვადაში. ინსპექტირების გავლის შემდეგ ცენტრი სერტიფიკატს გასცემს. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი მანქანის ტექდათვალიერების გავლაც.

საქართველოში მსგავსი ცენტრი გორში, თბილისსა და ბათუმშია.

გორში მდებარე ინსპექტირების ცენტრში გვითხრეს, რომ გაზის სისტემის შემოწმება 60 ლარი ღირს, თუმცა ბალონის შემოწმების შემთხვევაშიც თანხა 200 ლარამდე იზრდება.

„სამცხე-ჯავახეთიდან ჯერ ბალონების შემოწმებაზე არავინ მოსულა. მთლიან შემოწმებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. ყველა ცენტრში ასეთი ფასია“, - ამბობს გორის ტექდათვალიერების ცენტრის უფროსი ზაზა მირუაშვილი.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტის, დავით მესხიშვილის თქმით, ქვეყანაში თხევადი აირის ინსპექტირების ცენტრები ძალიან ცოტაა, რაც პროცესებს უფრო ხანგრძლივს და შრომატევადს ხდის. მისი თქმით, ამ ეტაპზე მძღოლები ინსპექტრებისთვის მზად არ არიან.

მესხიშვილი აღნიშნავს, რომ მანქანების ტექინსპეტირების მსგავსად, თხევადი აირის ინსპექტირებაც ელექტრონულად უნდა აისახოს, რადგან საბუთების გაყალბების რისკი დიდია.

„თხევადი გაზის ინსპექტირებაზე ინფორმაცია უნდა შედიოდეს ელექტრონულ ბაზაში, რომელსაც დაინახავდა ცენტრიც და საპატრულო პოლიციაც. ახლა კი ფურცლებთან გვაქვს საქმე და ეს ცუდია. ვფიქრობ, პროცესი უნდა გადავადებულიყო. მინიმუმ საინფორმაციო კამპანია მაინც უნდა ყოფილიყო მძღოლებისთვის“, - ამბობს მესხიშვილი.

ამ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთში თხევად აირზე შემოწმების ცენტრი არ არსებობს. იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი ცენტრი გახსნას, საჭიროა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დაკმაყოფილება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს.

„სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს ნებართვა ამ საქმიანობისთვის, ანუ უნდა გაიაროს აკრედიტაცია ეკონომიკის სამინისტროში“, - ამბობს მესხიშვილი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო 2020 წლის პირველი იანვრიდან გახდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თხევადი აირბალონისა და სისტემის ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა
ახალციხეში ტექდათვალიერების ცენტრთან ავტომობილების რიგებია
მოძრავი ტექდათვალიერების ცენტრი ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოიტანეს
დღეიდან მანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო
ბორჯომში ტექინსპექტირების ცენტრი გაიხსნა
რამდენი ლარით დაჯარიმდებით  თუ ტექდათვალიერებას არ გაივლით
სამცხე–ჯავახეთში ტექდათვალიერებას დღეში, საშუალოდ, 10 მანქანა გადის