FM97.5 / LIVE

ახალი მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება - საქსტატის დირექტორი

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.01.2020
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, მიმდინარე წლიდან სამუშაო ძალას ახალი მეთოდოლოგიით გამოიკვლევენ, რის შედეგად უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება, დასაქმების კი შემცირდება.

ახალი მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება - საქსტატის დირექტორი

ამის შესახებ საქსტატის დირექტორმა 2019 წლის მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, 2020 წლიდან თვითდასაქმებულთა კატეგორიაში დასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც საკუთარ მამულში მუშაობენ და წარმოებულ პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ.

„არსებობს მოლოდინი, რომ არა მარტო გაიზარდოს უმუშევრობის დონე, არამედ შემცირდეს დასაქმების მაჩვენებელი. კონკრეტულ თარიღს, თუ როდის გამოქვეყნდება ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკა, ვერ გეტყვით, თუმცა 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ვაგროვებთ ინფორმაციას და წლის ბოლოსთვის, ალბათ, ნოემბერში გვექნება შესაძლებლობა, ეს მონაცემები წარვუდგინოთ საზოგადოებას“, - აღნიშნა „საქსტატის“ დირექტორმა.

საქსტატის 2019 წლის სამი კვარტლის, ცხრა თვის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,8 %-ია.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხელები სამუშაო ადგილების არარსებობაზე საუბრობენ [Video]
'საქსტატის' მონაცემებით თებერვალში ფასები გაიზარდა
საქართველოში საქსტატის მონაცემებით საშუალო ხელფასი 1125 ლარამდე გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთიდან ემიგრანტების რაოდენობა 3.1% –ია
საქსტატი 2018 წლის  დაავადებების სტატისტიკას აქვეყნებს
თბილისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება
სამცხე – ჯავახეთში 4 445 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული