FM97.5 / LIVE

თავდაცვის სამინისტრომ ჯარისთვის გაყინული ხორცის მომწოდებელი შპს 'ქარვა' დააჯარიმა

მთავარისიახლე, სამართალი 15.01.2020
სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი შპს „ქარვა“, ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ - 124 950 ლარი შეადგინა.

თავდაცვის სამინისტრომ ჯარისთვის გაყინული ხორცის მომწოდებელი შპს 'ქარვა' დააჯარიმა

თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ შპს „ქარვა“ სამხარაულის ექსპერტიზიდან პასუხების მიღების შემდეგ დააჯარიმა.

სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული გაყინული საქონლის ხორცის ნიმუშები ექსპერტიზაზე, უწყების მაკონტროლებელმა სამსახურმა გადააგზავნა.

„თავდაცვის სამინისტროში, ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებად, საქართველოს თავდაცვის ძალებში კვებითი მომსახურების გაუმჯობესება იქნა დასახული. ამ მიმართულებით მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, შეიცვალა კვების რაციონი და ის უფრო მრავალფეროვანი გახდა, დაიწყო ყველა სასადილოს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით, 2020 წლიდან ქართული ჯარი უკვე მარაგდება უმაღლესი ხარისხის გაუყინავი ქართული წარმოების ხორცით“, – აცხადებენ სამინისტროში.

ჯარში გაყინული ხორცით მომარაგების პრობლემებზე 2019 წლის ნოემბერში ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა „თავისუფლების მონიტორმა“.

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქართული ჯარი ქართული პროდუქტით მარაგდება
თავდაცვის მინისტრი ზურაბიშვილს: 'ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები'
ქართული ჯარი ქართული აღჭურვილობით მომარაგდება
თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა ახალციხეში კონცერტი გამართა
გაყინული ფარავნის ტბა [ფოტო]
თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქული 'ბათინკების' შესყიდვის საეჭვო გზები
თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ახალციხეში  [Photo]