FM97.5 / LIVE

‘ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ქვეყნის მოღალატეა’ - რობაქიძე 'ოცნების' დეპუტატთან მომხდარ ინციდენტზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.01.2020
ბაკურიანში, „ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე თავდასხმის გამო დაკავებულმა ვახტანგ რობაქიძემ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ინციდენტისას ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

‘ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ქვეყნის მოღალატეა’ - რობაქიძე 'ოცნების' დეპუტატთან მომხდარ ინციდენტზე

რობაქიძემ დაგვიდასტურა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრია.

„ოხანაშვილს ვუთხარი რომ ქვეყნის გამყიდველი და მოღალატეა და ამის გამო მოხდა ეს. ვიცნობ დიდი ხანია ამ პიროვნებას და არ ვიცი, თვითონ რატომ თქვა, რომ არ მიცნობს. კაფეში ბავშვებთან ერთად შესვლის დროს მივესალმე და შემდეგ გამოველაპარაკე. ამის მერე წავედი, დავჯექი ჩემს მაგიდასთან, არანაირი ხელით შეხება არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა ერთმანეთში. ეს ადამიანი ადგა და წავიდა. მერე მოვიდა პოლიცია. იმის მხრიდანაც იყო ჩემს მიმართ ხმამაღალი საუბარი. პოლიციას ვთხოვე, არაფერი მომხდარა და არ გადამიყვანოთ-თქო, ბოდიშს მოვუხდი ამისთვის. ამ პიროვნების მიმართ პროტესტი ჩემმა ნასვამობამ გამოიწვია“, - ამბობს რობაქიძე.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში რობაქიძის პროცესი დღეს, 15 იანვარს გაიმართა, მარიკა ჩიტაშვილმა მას სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ახალციხეში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ.

„173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განესაზღვროს ადმინისტრაციული პატიმრობა სამი დღე-ღამის ვადით. პატიმრობის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2020 წლის 14 იანვრის 19:47 წუთიდან და პატიმრობაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო“ –განაცხადა პროცესზე მოსამართლემ.

პროცესზე ოხანაშვილს ადვოკტი არ ჰყოლია. მას ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით ედება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან/და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

საქმეზე ასევე, გამოძიება სსკ-ს 151 მუხლით მიმდინარეობს.

‘ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ქვეყნის მოღალატეა’ - რობაქიძე 'ოცნების' დეპუტატთან მომხდარ ინციდენტზე

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი: მინდა დავგმო ოხანაშვილსა და მის შვილებზე ვერბალური თავდასხმა
დეპუტატის შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე თავისუფალია
ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული პატიმრობაში რჩება
დეპუტატის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვახტანგ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა
'რობაქიძეს პოლიციაში სცემეს, ტკივილების გამო 5 დღის უჭმელია' – ადვოკატი
‘მე მგონი ვიღაც აქტივისტობას იბრალებს’ –‘ლელო’ ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე
ახალციხეში დაკავებულ ახალგაზრდებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ