FM97.5 / LIVE

ბაკურიანში წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთების ფაქტები აღმოაჩინეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.01.2020
წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ უკანონო დაერთებები აღმოჩენილია წყალმომარაგების სისტემის იმ მაგისტრალზე, რომლითაც ხდებოდა ბაკურიანის ძირითადი ავზის შევსება. შესაბამისად, მაგისტრალიდან საათში 30 ტონაზე მეტი წყალი იკარგებოდა, რაც დამატებით აფერხებდა დაბის გამართულ წყალმომარაგებას.

ბაკურიანში წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთების ფაქტები აღმოაჩინეს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში, წყლის სისტემის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთებები, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის რეაბილიტაციისა და მონიტორინგის პროცესში გამოავლინეს.

"უკანონო დაერთებების დემონტაჟი (ჩაჭრა) ადგილზევე განხორციელდა, რაზეც შედგა შესაბამისი აქტები. ამჟამად მიმდინარეობს იმ ობიექტების დადგენა, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებდნენ წყალს ცენტრალური მაგისტრალიდან. ობიექტების საბოლოო დადგენის შემდეგ, კომპანია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს", აცხადებენ კომპანიაში.

დაბა ბაკურიანის ნაწილი ახალ 2020 წელს სასმელი წყლის პრობლემით შეხვდა.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან ბაკურიანში წყლის პრობლემა აბონენტების 20%-ს შეექმნა. ამის შემდეგ, 10%-ს წყალი განრიგით, დანარჩენ 10%–ს კი სპეციალური მანქანებით მიეწოდებოდა.

[sknews.ge]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში წყლით მომარაგება აღდგა
დაბა ბაკურიანში ხვალამდე წყლის მიწოდება შეწყდება
ბაკურიანში სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
ბაკურიანში წყლის სარეზერვო ქსელს აკეთებენ
დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რატომ შეფერხდა ბაკურიანში წყლის მიწოდება – კომპანიის განმარტება