FM97.5 / LIVE

ორი პირის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებას, გარდაცვლილების ოჯახის წევრები აპროტესტებენ

მთავარისიახლე, სამართალი 15.01.2020
უვადო პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ ზაზაძე, რომელიც სასჯელს ორი ჯარისკაცის მკვლელობისთვის იხდის, უვადო პატიმრობის ვადიანით შეცვლას ითხოვს. გარდაცვლილების ახლობლები მისი სასჯელის შეცვლის წინააღმდეგები არიან.

ორი პირის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებას, გარდაცვლილების ოჯახის წევრები აპროტესტებენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში მცხოვრებ ვლადიმერ ზაზაძეს, 2001 წელს, ორი ჯარისკაცის მკვლელეობისთვის, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი სასჯელს მერვე დაწესებულებაში იხდის.

ვლადიმერ ზაზაძის ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ გაზაფხულზე, მესამედ უნდა მიმართოს სასამართლოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით.

„პირველად როდესაც მოვითხოვეთ სასჯელი, საზოგადოებრივი სასარგებლო შრომით შეცვლილიყო, არ დაკმაყოფილდა, პენიტენციალურმა მხარემ უარი განაცხადა. ბოლო მიმართვა 2019 წლის მაისში გვქონდა, სადაც უკვე პენიტენციალური მხარე თანახმა იყო სასჯელის შეცვლაზე. მათ სამსახურიც კი მოუძებნეს ახალციხეში იუსტიცის სამინისტროს დაქვემდებარებულ ფილიალში“, – გვითხრა გელა ნიკოლეიშვილმა.

როგორც ნიკოლეიშვილი განმარტავს, სასამართლოზე მოსამართლემ, პატიმრის გათავისუფლებისთვის დაზარალებული ოჯახის წევრების თანხმობა მოითხოვა.

„2015 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი უვადო პატიმრობაში იმყოფება და 20 წელია გასული, უფლება აქვს მოითხოვოს სასჯელის შეცვლა. ყველა პირობას აკმაყოფილებდა პატიმარი, რადგან მას კარგი დახასიათება აქვს. მოსამართლის მიერ მოთხოვნილ თანხმობაზე უარი მივიღეთ, როცა ჩავიდნენ წარმომადგენლები ოჯახის წევრებთან უარი განაცხადეს და მუქარაც დაიწყეს ამის გამო. ამ ეტაპზე, მოსამრთლემ თავი შეიკავა პატიმრის გათავისუფლებაზე. კანონის თანახმად ერთი წლის შემდეგ ისევ შეიძლება მოთხოვნა სასჯელის შეცვლაზე ამიტომ ისევ ვგეგმავთ გაზაფხულზე კიდევ ვცადოთ“, – ამბობს ადვოკატი.

გარდაცვლილი თეიმურაზ ივანიძის დედა ადასტურებს, რომ გასული წლის ზაფხულში, მასთან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ნამდვილად მივიდა.

„მკითხეს, თუ რას ვფიქრობდი პატიმრის გამოშვებაზე ვუპასუხე, რომ ჩემს ადგილზე წარმოედგინათ თავი. 19 წლის წინ, 25 მარტს ვალეში, საქართველო–თურქეთის საზღვართან, ვლადიმერ ზაზაძემ ჩემი შვილი და მისი მეგობარი მოტყუებით დაცხრილა. ეგ ისედაც შეწყალებულია დღეს ცოცხალი, რომ დადის. რა თქმა უნდა უარი ვუთხარი და არც მომავალში დავთანხმდები“, – ამბობს ცისვარდი ივანიძე.

გარდაცვლილების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმარ ვლადიმერ ზაზაძემ კუთვნილი სასჯელი უნდა მოიხადოს და მის გათავისუფლებას არ დაუშვებენ.

„გავიგეთ, რომ ციხიდან გამოსვლას ცდილობს. თამაზის მშობლები გარდაიცვალნენ, ფაქტობრივად მასზე დარდს გადაჰყვნენ. მთელი სანათესაო, ოჯახის წევრები და სოფელი წინააღმდეგნი ვართ მისი გამოშვების, ღმერთმა არ ქნას გამოვიდეს, უფრო დიდი უსიამოვნება მოხდება. არავინ არ აპატიებს ჩადენილ დანაშაულს“, – ამბობს გარდაცვლილი თამაზ ანდღულაძის დეიდაშვილი სიმონ კაჭკაჭაშვილი.

ვლადიმერ ზაზაძის ოჯახის წევრი ეკატერინე ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ პატიმარს ციხეში კარგი დახასიათება აქვს და იგი ინანიების თავის დანაშაულს.

„მესმის მე გრდაცვილი ოჯახის წევრების, მაგრამ მათაც წარმოიდგინონ ჩვენს ადგილზე თავი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში. შესაძლოა ეს დაღუპულიყო, რადგან მათგანაც იყო ნასროლი და ეს ყველა დეტალი იმ საქმეშიც დევს“, – გვითხრა ეკატერინე ფეიქრიშვილმა.

ვლადიმერ ზაზაძე სასჯელს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) ქვეპუნქტით იხდის, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ ვაჩიანში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმროში თავი მოიკლა
ყარათუბანში მოკლული ახალგაზრდების ახლობლებს ბრალდებულის ფსიქიკური აშლილობის არ სჯერათ
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
'გალუსტიანმა სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე უარი გვითხრა'– სოციალური სააგენტო
ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ახალციხის სოფელ აგარიდანაა
გამჭვირვალობა: თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში მუშაობენ